2021 წლის 10 ივნისს გაიმართა ინტერდისციპლინური პოსტკოლონიური კვლევების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ვარლამ ჩერქეზიშვილის სახ. ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი პროფ. გიორგი თავაძე, ვლადიმერ ლიპარტელიანი (ცენტრის მკვლევარი), ასოც. პროფესორი თამარ ჩოკორაია (კავკასიის უნივერსიტეტი), ასისტ. პროფესორი ირაკლი ჩხაიძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), თამარ კოპლატაძე (ლონდონის ქუინ მერის უნივერსიტეტი). შეხვედრის ფარგლებში თამარ კოპლატაძემ საკუთარი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესახებ ისაუბრა.