2021 წლის 14 ოქტომბერს სამეცნიერო კვლევითი პროექტის „გლობალიზაცია და საქართველო“ ფარგლებში გაიმართა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის მკვლევარმა ლაშა ლურსმანაშვილმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: „საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები საერთაშორისო სამართალში“. მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.