აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის ინიციატივით, 23 დეკემბერს გაიმართება ვორქშოპების სერია არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებისთვის.
ვორქშოპის თემატიკა არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის:
- ,,საუნივერსიტეტო ეზოს ლანდშაფტური დიზაინი“ (I-II კურსი)
- ,,საპროექტო ობიექტის დოკუმენტაციის კორექტირება და მუშა ნახაზების მომზადება“ (III-IV კურსი)
ვორქშოპის თემატიკა ურბანული დაგეგმარების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის:
- ,,მცხეთა როგორც იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ქალაქი“
სპიკერები:
- ბელა თინიკაშვილი – ასოცირებული პროფესორი, არქიტექტურის საბაკალავრო და ურბანული დაგეგმარების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი.
- ბესარიონ ტატიშვილი – მოწვეული პროფესორი.
სამიზნე ჯგუფი: არქიტექტურის საბაკალავრო და ურბანული დაგეგმარების სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები.
განრიგი:
- საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ვორქშოპი გაიმართება 23 დეკემბერს შემდეგი განრიგის მიხედვით:
13:00 – 16:00 საათი (I-II კურსი)
16:00 – 19:00 საათი (III-IV კურსი)
- სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის ვორქშოპი გაიმართება 23 დეკემბერს შემდეგი განრიგის მიხედვით:
09:00 – 13:00 საათი
ადგილი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, აუდიტორია – 004
ვორქშოპში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე 15 დეკემბერის ჩათვლით.


