2023 წლის 1 ნოემბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტურმა კლუბმა „Neurozeal“, სამედიცინო სასწავლო პლატფორმა AMBOSS-თან თანამშრომლობით, ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ვორკშოპი გამართა.
AMBOSS ონლაინ სასწავლო პლატფორმაა, რომელიც USMLE გაიდლაინების მიხედვით შექმნილ კითხვების ბანკსა და საბიბლიოთეკო რესურსებს მოიცავს. პლატფორმა სტუდენტებს სამედიცინო ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდებისთვის მომზადებაში ეხმარება.
ვორკშოპის ფარგლებში სტუდენტები Amboss პლატფორმას გაეცნენ და სხვადასხვა საერთაშორისო სალიცენზიო გამოცდებისთვის სასწავლო შაბლონები განიხილეს.
ღონისძიება სტუდენტების დიდი ჩართულობით წარიმართა და მას 130 სტუდენტი ესწრებოდა, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა ინტერაქტიულ აქტივობებში, როგორიცაა:
- AMBOSS-ის უფასო წევრობა;
- ვიქტორინა;
- სწრაფი კითხვების რაუნდი;
ვიქტორინას ტურში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პირველი ადგილის მფლობელი საკში ანილ დოლასი გახდა, ხოლო მეორე ადგილი ჰენა ნურინმა დაიკავა.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა სტუდენტური კლუბის „Neurozeal“ დაგეგმილია სხვა არაერთი აქტივობის განხორციელება.