მიმდინარე წლის 21 აპრილს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის თვითმმართველობის გუნდისა და ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა პირველი შიდა საუნივერსიტეტო ვორქშოპი ,,კლაუზურა”, არქიტექტურის სტუდენტებისთვის.
თემა: “ყვავილების სასახლე რიყეზე”
ვორქშოპს ხელმძღვანელობდნენ:
ბელა თინიკაშვილი – არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი.
ბესარიონ ტატიშვილი – არქიტექტორი, EEU-ს მოწვეული პროფესორი, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის პროფესორი – (IAA).
ამავე წლის, 23 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება ნამუშევრების გამოფენა, სადაც ასევე დასახელდება რჩეული ნამუშევრები.
დასწრება თავისუფალია!