აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის(PMSW) ინიციატივითა და უწყვეტი განათლების ცენტრის (LLC) ორგანიზებით 2024 წლის 24 ივნისს, 17:00 საათზე გაიმართება ვორქშოპების სერიის რიგით მესამე შეხვედრა.
ვორქშოპის მიზანია აუდიტორიას გააცნოს ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც შეეხება მენტალური კეთილდღეობის გავლენას სტუდენტების აკადემიურ მოსწრებაზე.
ვორქშოპის თემატიკა და სადისკუსიო საკითხი: მენტალური კეთილდღეობის გავლენა სტუდენტების აკადემიურ მოსწრებაზე.
მომხსენებლები:
- კახაბერ ლაზარაშვილი – პროფესორი, განათლების მეცნიერებების დოქტორი, EEU-ს რექტორი, ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი (PMSW);
- დავით სიხარულიძე – პროფესორი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი; EEU-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი; ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსი მკვლევარი (PMSW);
- თამარ თხელიძე – განათლების მეცნიერებების მაგისტრი; ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მკვლევარი (PMSW);
სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები, კურსდამთავრებულები, პერსონალი, ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირი.
სამუშაო ენა: ქართული
ვორქშოპი განხორციელების განრიგი: 24.06.2024,17:00 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი – 401