აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის ინიციატივითა და უწყვეტი განათლების ცენტრის (LLC) ორგანიზებით 22 დეკემბერს, 16:00 საათზე, EEU საკონფერენციო დარბაზში (401) გაიმართება ვორკშოპი: ,,საქართველოს საბანკო სექტორის განვითარების თანამედროვე ტენდენციები’’.
ვორკშოპის თემატიკა და სადისკუსიო საკითხები:
- საქართველოს საბანკო სისტემის მდგომარეობა 2023 წლის სექტემბრის მონაცემებით;
- საბანკო სექტორში მიმდინარე პროცესები, სიახლეები;
- საბანკო ასოციაცია და მისი როლი;
- დასაქმების საკითხები საბანკო სისტემაში;
- ტრადიციული და ფინტეკ კომპანიების სინთეზი, ღია ბანკიგის პროექტი.
სპიკერი: დავით რუსია – საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი.
შეხვედრის სამიზნე ჯგუფი: ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები
სამუშაო ენა: ქართული
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 22.12.2023, 16:00 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი – 401
ვორკშოპში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე