აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტი სპეციალური განათლების პედაგოგთა ასოციაციასა და EEU-ს ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრთან თანამშრომლობით მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, მსოფლიო მეცნიერების საერთაშორისო დღის ფარგლებში, მართავს კონფერენცია-ვორკშოპს: ,,განათლება კეთილდღეობისთვის’’.
კონფერენცია-ვორკშოპის მიზანი:
კონფერენცია-ვორკშოპის მიზანია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით სკოლამდელი, ზოგადი და უმაღლესი განათლების აქტუალურ საკითხებზე – მიმდინარე გამოწვევებსა და პერსპექტივებზე საკუთარი პოზიციების გამოხატვა, იდეებისა და მიგნებების ურთიერთგაცვლა, პროდუქტიული დისკუსიების წარმართვა და საზოგადოების განვითარებაში მეცნიერების როლის ხაზგასმა.
კონფერენცია-ვორკშოპი უმასპინძლებს პანელურ დისკუსიებს, ვიწვევთ ყველას, ჩაერთოს აკადემიურ გარემოში და წარმოადგინოს უახლესი კვლევები განათლების აქტუალურ საკითხებზე;


