აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის ინიციატივითა და უწყვეტი განათლების ცენტრის (LLC) ორგანიზებით 21 დეკემბერს, 16:00 საათზე, EEU საკონფერენციო დარბაზში (401) გაიმართება ვორკშოპი: ,,თანამედროვე ტექნოლოგიების როლი არქიტექტურაში’’.
ვორქშოპის თემატიკა და სადისკუსიო საკითხები:
- შენობის ინფორმაციის მოდელირება ( BIM);
- ვირტუალური რეალობა (VR);
- 3D ბეჭდვა და რობოტიკა;
- ჭკვიანი მასალები;
- მწვანე შენობის ტექნოლოგიები.
სპიკერი: ანა გეგეშიძე – ინტერიერის დიზაინერი, უფროსი დიზაინერი (Crafty/ქრაფთი), EEU-ს მოწვეული ლექტორი.
შეხვედრის სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები
სამუშაო ენა: ქართული
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 21.12.2023, 16:00 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი – 401
ვორკშოპზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ, გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე