მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, 14:00 საათზე ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ,,ბიზნესის პრობლემების ინტერაქტიული ვებ პორტალი“ ფარგლებში გაიმართება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ონლაინ-ვორკშოპი ქართული მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.
მოწვეული მომხსენებლები აუდიტორიას გაუზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ და მათი გადაწყვეტის გზებზე.
ონლაინ–ვორკშოპის განხორციელების განრიგი: 25 ოქტომბერი, 2023 14:00-17:30 საათი
სამიზნე ჯგუფი: საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტები.
სამუშაო ენა: ინგლისური
ფორმატი: დისტანციური/ონლაინ
ვორკშოპის პროგრამა იხ. დანართის სახით.
ღონისძიებაზე დასწრების ბმული:
შეხვედრის ID: 377 016 974 798
პაროლი: kYYxDS


