აღნიშნე თარიღი შენს კალენდარში! მსოფლიო ფორუმი დემოკრატიისთვის თემაზე -„შეუძლია თუ არა დემოკრატიას გარემოს გადარჩენა“ 2020 წლის 16-18 ნოემბერს სტრასბურგში გაიმართება.
2020 წელს Covid-19-ის პანდემიამ მსოფლიო საზოგადოება უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა, რამაც უფრო ნათელი გახადა კაცობრიობის ეგზისტენციალური საფრთხე და გარემოს დაზიანებისა და კლიმატის ცვლილებების აქტუალობა გამოკვეთა.
რიგით მე-9 მსოფლიო ფორუმი დემოკრატიისთვის გარემოს არსებულ გამოწვევებსა და დემოკრატიას მიეძღვნება. ფორმის პლენარულ სესიებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მომხსენებლებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://www.coe.int/en/web/world-forum-democracy/-/announcing-world-forum-for-democracy-2020-can-democracy-save-the-environment-strasbourg-16-18-november-2020