სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს სტუდენტებისთვის.
კონკურსის მიზანია სტუდენტური საინიციატივო ჯგუფების ფინანსური მხარდაჭერა იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ახალგაზრდების განვითარებას ემსახურება.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს — უმაღლესი ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით საინიციატივო ჯგუფში აერთიანებს აქტიური სტატუსის მქონე არანაკლებ 5 სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს.
საგრანტო კონკურსის პრიორიტეტებია:
- ახალგაზრდებში საკვანძო კომპეტენციების განვითარება;
- ინტერკულტურული დიალოგი და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია;
- ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა, აქტიური მოქალაქეობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა;
- ახალგაზრდული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით;
- მშვიდობის მშენებლობა, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული სერვისების შექმნა და განხორციელება;
- ახალგაზრდების ფიზიკური, მენტალური, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
- საგანმანათლებლო, შემეცნებითი და კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების განხორციელება.
კონკურსის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 180 000 ლარს, ხოლო ერთი საგრანტო პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 15 000 ლარია.
განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2026 წლის 8 მარტის ჩათვლით.
საგრანტო განაცხადები მიიღება მხოლოდ შემდეგ ელ-ფოსტაზე: grants-2@youthagency.gov.ge, სხვა ნებისმიერი გზით წარდგენილი საგრანტო პროექტი არ ექვემდებარება განხილვას.
საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.
სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო, საგრანტო პროექტების მართვის დეპარტამენტი


