2025 წლის 27 აპრილს, ღია კარის დღე 2025-ის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სკოლის მოსწავლეებისთვის EEU-ს ასოცირებული პროფესორისა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, ზურაბ მხეიძის საჯარო ლექცია გაიმართა.
საჯარო ლექციის ფარგლებში ზურაბ მხეიძემ ისაუბრა დროის მენეჯმენტსა და EEU-ს ფსიქოლოგიისა და ნეირო-მეცნიერების კვლევითი ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე.
ღონისძიების მეორე ეტაპზე სკოლის მოსწავლეებისთვის EEU-ს ფსიქოლოგიისა და ნეირო-მეცნიერების კვლევითი ცენტრის ქცევისა და ნეირომარკეტინგის შემსწავლელი ახალი ტექნოლოგიების (თვალის მოძრაობის დეტექტორი, პოლიგრაფი) პრეზენტაცია და სიმულაცია გაიმართა. ნეირომარკეტინგის მასტერკლასის ფარგლებში ცენტრის მკვლევარმა ლაშა ჩანთაძემ განიხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა თანამედროვე ნეირომეცნიერება, ნეირომარკეტინგის საჭიროება ციფრულ სამყაროში, ნეირომარკეტინგის საზომი ინსტრუმენტები და კვლევის პროცედურა.
მოსწავლეების მონაწილეობით, აგრეთვე, ჩატარდა სიმულაციური ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებში მათ თავად მოირგებს მოწყობილობა Eye Tracker და რეალურ დროში დააკვირდნენ ნეირომარკეტინგული კვლევის პროცესს.
შეხვედრის დასკვნით ეტაპზე EEU-ს განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან აფთარაშვილმა სკოლის მოსწავლეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების, საუნივერსიტეტო სტიპენდიებისა და სწავლის დაფინანსების მრავალფეროვანი პირობების, სტუდენტური მხარდამჭერი სერვისებისა და უპირატესობების თაობაზე. სკოლის მოსწავლეებმა ასევე, დაათვალიერეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი კამპუსი.
EEU-ში გრძელდება საინტერესო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობების ციკლი.
განრიგი იხილეთ ბმულზე.
არ გამოტოვოთ ღია კარის დღეები აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხართ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.