EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს!
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის მაგისტრანტებმა, ნინო ზედგინიძემ და გვანცა ჩივაძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების საგრანტო კონკურსში მაღალი ქულებით გაიმარჯვეს! კონკურსის მიზანია...


