თამარ ხახიშვილი (ასისტენტ-პროფესორი)
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი
მიმართულება: მენეჯმენტი და ადმინისტრირება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე.
თამარ ხახიშვილი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი. ფლობს დოქტორის აკადემიურ ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში. ამასთანავე, არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე. ასევე, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის წევრი.
თამარ ხანიშვილს აქვს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება. გასულ წლებში იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი. 2011-2017 წლამდე იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. სახელმწიფო ორგანოებში 12-წლიანი სამუშაო გამოცდილების პარალელურად, თამარ ხახიშვილი იყო სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (UNDP, EU, ENPARD, UNESCO) მიერ დაფინანსებულ პროექტების მენეჯერი. მონაწილეობა აქვს მიღებული სასწავლო პროგრამებსა და ვიზიტებში მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის აშშ, ინგლისი, კორეა, ჩინეთი, შვედეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი და სხვა.
თამარ ხახიშვილი არის არაერთი საერთაშორისო კონფერენციის, პროექტისა და სემინარის მონაწილე, ასევე, სამეცნიერო მოხსენებებისა და პუბლიკაციების ავტორი.