თეა იმედაძე (ასისტენტ-პროფესორი) 
მიმართულება: კერძო სამართალი;
თეა იმედაძე არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი. იგი არის ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო და ევროპის ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული (LLM). მან წარმატებით დაასრულა სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის მედიატორის კურსები და არის ამერიკის სერტიფიცირებული მედიატორი, ასევე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და მედიატორთა ასოციაციის წევრი.
თეა იმედაძე წლების განმალობაში ეწევა პედაგოგიურ და პროფესიულ საქმიანობას. არის სერტიფიცირებული ადვოკატი, სხვადასხვა წლებში იყო დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი. არის საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციების, სემინარებისა და ვორკშოპების მონაწილე და მომხსენებელი.