თენგიზ თაქთაქიშვილი (ასისტენტ-პროფესორი)
ეკონომიკის დოქტორი;
მიმართულება: ბიზნეს ადმინისტრირება;
ა/ო „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტი
თენგიზ თაქთაქიშვილი არის ა/ო „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტი. აქტიურად ეწევა პროფესიულ და პედაგოგიურ საქმიანობას. სხვადასხვა წლებში იყო ბოლონიის უნივერსიტეტის (იტალია), ვილნიუსის უნივერსიტეტის (ლიტვა) და ბრემენის უნივერსიტეტის (გერმანია) მიწვეული მკვლევარი, ერაზმუს მუნდუსის სტიპენდიანტი. წინა წლებში იყო სადისტრიბუციო კომპანია ,,პრეიმ ფუდსის” გენერალური დირექტორი, დირექტორის მოადგილე სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრში ,,იდეა”.
თენგიზ თაქთაქიშვილი ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. ის არის 3 სახელმძღვანელოს თარგმანის, 10-მდე საერთაშორისო და სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. მან პოსტ-სადოქტორო კვლევა განახორციელა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში. არის არაერთი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მონაწილე და მომხსენებელი.