თეონა კუპრეიშვილი (ასისტენტ-პროფესორი)
სამართლის პროგრამის დოქტორანტი;
მიმართულება: კერძო სამართალი;
შპს „უნივერსალური იურიდიული მომსახურების ჯგუფის“ დირექტორი
თეონა კუპრეიშვილი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის პროგრამის დოქტორანტი. წლებია ეწევა პროფესიულ საქმიანობას. 2017 წლიდან დღემდე იკავებს იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობას ააიპ „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში“. 2015 წლიდან არის შპს „უნივერსალური იურიდიული მომსახურების ჯგუფის“ დამფუძნებელი და დირექტორი. ასევე, არის იურისტ-კონსულტანტი შპს „პსპ დაზღვევაში’’. გასულ წლებში იყო მთავარი იურისტი შპს „სამედიცინო ცენტრი ნეოკლინიკაში’’, იურისტი – იურიდიული კომპანია „თემიდაში“, მთავარი იურისტი შპს „მეტალფოში“.
თეონა კუპრეიშვილი აქტიურად არის ჩართული პროფესიული განვითარების პროგრამებში, არის რამდენიმე სამეცნიერო კონფერენციისა და სემინარის მონაწილე.