თეონა სურმავა (ასისტენტ-პროფესორი)
ნაციონალიზმის სწავლების მაგისტრი.
მიმართულება: საერთაშორისო ურთიერთობები;
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის შიდა უსაფრთხოების საკითხთა სამმართველოს უფროსი მრჩეველი
თეონა სურმავა არის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ქ. ბუდაპეშტი, უნგრეთი), ნაციონალიზმის სწავლების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული. 2020 წლიდან იკავებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის შიდა და საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტის შიდა უსაფრთხოების საკითხთა სამმართველოს უფროსი მრჩეველის თანამდებობას. სხვადასხვა წლებში ის საქმიანობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, მუშაობდა ევროინტეგრაციის საკითხების მიმართულებით, იყო ანალიტიკოსი და პროქტის განმახორციელებელი ინგლისურენოვანი ჟურნალში ,,Georgia Today” და არასამთავრობო ორგანიზაციაში ,,Project for Democratic Union” (ბუდაპეშტი).
თეონა სურმავა ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი/თანაავტორი. აქტიურად არის ჩართული კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებსა და სემინარებში. მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო პროგრამაში.