თინათინ დვალიშვილი (ასისტენტ–პროფესორი)
პოლიტიკის მეცნიერებების დოქტორი;
მიმართულება: სოციალური და ქცევითი მეცნიერებები;
უმაღლესი განათლების პროგრამების სპეციალისტი, NCEQE
თინათინ დვალიშვილი არის სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი. ის აქტიურად ეწევა პროფესიულ და პედაგოგიურ საქმიანობას. მოპოვებული აქვს არაერთი კვლევითი სტიპენდია და გრანტი. სხვადასხვა დროს სწავლობდა და კვლევით საქმიანობას ეწეოდა ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი), ტალინის უნივერსიტეტსა (ესტონეთი) და ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტში (პოლონეთი). არის ერაზმუს მუნდუსისა (ERASMUS MUNDUS ACTION 2 ALRAKIS & EUROEAST) და ახალგაზრდა მკვლევართა გრანტის მფლობელი.
თინათინ დავლიშვილი აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, გამოქვეყნებული აქვს ადილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობა აქვს მიღებული 25-მდე საერთაშორისო პროექტში, სემინარსა და კონფერენციაში.