ილონა თოდუა (ასოცირებული პროფესორი)
მიმართულება: საჯარო სამართალი
ილონა თოდუა 2017 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე. 2018 წლიდან დღემდე არის საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში საჯარო მოხელეთა გადამზადების კურსის ტრენერი.2019 წლიდან იკავებს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას. ილონას აქვს მრავალფეროვანი გამოცდილება იურიდიულ სფეროში. 2019 წლიდან არის „საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციაცია“-ის გამგეობის წევრი.
მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს მუშაობას თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც დასაწყისში იყო სხდომის მდივანი, მოგვიანებით კი მოსამართლის თანაშემწე.
ილონა თოდუა იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა სავალდებულო სტაჟირების კოორდინატორი. პარალელურად, იგი აქტიურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და მონაწილეობს პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებსა და ტრენინგებში.
![]()


