თორნიკე ხოშტარია (ასოცირებული პროფესორი)
თორნიკე ხოშტარია არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. იგი არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი. ასევე, მოპოვებული აქვს კარდიფის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების საერთაშორისო მარკეტინგში. გარდა ამისა, არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი ექსპერტ-დიპლომატის კვალიფიკაციით და საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. ის წლებია ეწევა პროფესიულ და პედაგოგიურ საქმიანობას, აქვს უნივერსიტეტებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
თორნიკე ხოშტარია აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, მისი სამეცნიერო კვლევის ობიექტია: ბიზნესის სტრატეგიის ფორმულირება და განხორციელება, მარკეტინგული სტრატეგია, ბაზრის სეგმენტაცია. არის თორმეტზე მეტი საერთაშორისო სტატიის ავტორი, არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მომხსენებელი და მონაწილე. მოპოვებული აქვს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის და ერაზმუს + ის სტიპენდიები შედლცეს, ბრნოს და ვილნიუსის გედიმინას სახელობის ტექნიკურ უნივერსიტეტებში.