ვასილ კიკუტაძე (პროფესორი)
ეკონომიკის დოქტორი;
EEU-ს ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი;
ვასილ კიკუტაძე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი, სსიპ-განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი. ის წლებია ეწევა პროფესიულ და პედაგოგიურ საქმიანობას. სხვადსხვა წლებში საქმიანობდა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ორგანიზაციის კათედრაზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში, საქართველოს მშენებელთა ფედერაციაში. 2004 წლიდან ეწვა პედაგოგიურ საქმიანობას.
ვასილ კიკუტაძე აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის ერთი მონოგრაფიისა და 40-მდე სამეცნიერო ადგილობრივი და საერთაშორისო პუბლიკაციის ავტორი, არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, სემინარის, ვორკშოპის მონაწილე და მომხსენებელი, სამეცნიერო საგრანტო პროექტების ხელმძღვანელი და მონაწილე. ის აქტიურად არის ჩართული პროფესიული განვითარების პროგრამებში. გავლილი აქვს სხვადასხვა სახის ტრენინგები, სტაჟირებები ადგილობრივ და საერთაშირისო ორგანიზაციებში. არის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი რეფერირებადი ჟურნალების რედკოლეგიის წევრი.