
მაგისტრანტობის კანდიდატებმა, რომლებმაც წარმატებით გადალახეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მისაღები შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები და სურთ, სწავლა განაგრძონ ამავე უნივერსიტეტში, ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა მიმართონ EEU-ს ადმინისტრაციას (მისამართი: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ ახალი კამპუსი) და წარმოადგინონ სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი ან ხელმოწერილი ხელშეკრულება სწავლის გადახდის ქვითართან ერთად გამოგზავნონ ელექტრონულად ელ-ფოსტაზე: maregistration@eeu.edu.ge