ზურაბ ძლიერიშვილი (პროფესორი)
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი
მიმართულება: კერძო სამართალი;
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე
ზურაბ ძლიერიშვილი არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, სამოქალაქო საქმეთა პალატის წევრი. აქვს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება, სხვადასხვა წლებში იკავებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარის თანამდებობას, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატთა საგამოცდო კომისიის წევრის და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ექსპერტის პოზიციას. გასულ წლებში იყო თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის თანათავმჯდომარე, იურიდიული კომპანიების კონსულტანტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი.
ზურაბ ძლიერიშვილს აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური და სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილება. ის არის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციის, სემინარისა და ვორკშოპის მონაწილე და მომხსენებელი, მიღებული აქვს რამდენიმე საერთაშორისო გრანტი, გამოქვეყნებული აქვს 20-მდე ნაშრომი/მონოგრაფია და 40-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია კერძო სამართლის მიმართულებით. არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის ,,სამეცნიერო შრომების კრებულის” სარედაქციო კოლეგიის წევრი.