ზვიად როგავა (პროფესორი)
სამართლის დოქტორი;
მიმართულება: საჯარო სამართალი;
ვიცე-რექტორი, წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე (EEU)
ზვიად როგავა არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე, სამართლის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, სსიპ ,,განათლების ხარისხის განვითრების ცენტრის” უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი. აიიპ ,,სამართლის მეცნიერთა კავშირის” წევრი. მას აქვს მრავალწლიანი პროფესიული, პედაგოგიური და საექსპერტო საქმიანობის გამოცდილება. იკავებდა მნიშვნელოვან თანამდებობებს სახელმწიფო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში. დღემდე ახორციელებს ტრენინგ-კურსებს საჯარო მოხელეებისთვის საგადასახადო სამართლის მიმართულებით იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში. არის საგადასახადო სამართლის ექსპერტი.
ზვიად როგავას აქვს მრავალწლიანი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება. არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარის (1; 2) და არაერთი სახელმძღვანელოს, სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი, სამეცნიერო კონფერენციების, სემინარებისა და ვორკშოპების მონაწილე. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის ,,სამეცნიერო შრომების კრებულის” სარედაქციო კოლეგიის წევრი.