აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო
ფაკულტეტის მმართველი წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა არჩეული წევრები. ფაკულტეტის საბჭოში აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები აირჩევიან აკადემიური პერსონალის საერთო კრებაზე ღია კენჭისყრით, ხოლო სტუდენტი წევრები აირჩევიან სტუდენტთა თვითმმართველობის მიერ. საბჭოს შემადგენლობის დაკომპლექტების წესი, პროცედურა, უფლებამოსილება და მუშაობის რეგლამენტი განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობა:
-
ზუხრა მაცაბერიძე (საბჭოს თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი);
-
მაკა კარტოზია (პროფესორი);
-
სოფო ჩქოფოია (საბჭოს მდივანი, ასოცირებული პროფესორი);
-
ზურაბ აზნაურაშვილი (ასოცირებული პროფესორი);
-
ნანა გოგიჩაშვილი (ასოცირებული პროფესორი);
-
თათა კიკალიშვილი (სტუდენტი);
-
ნატალი მერებაშვილი (სტუდენტი).



