flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

საერთაშორისო მონაცემთა ბაზები

Cambridge Journals Online  

კემბრიჯმა პირველი წიგნი 1584 წელს გამოსცა მსოფლიოში უძველეს გამომცემლობაში. მომდევნო ოთხი საუკუნის განმავლობაში გამომცემლობის რეპუტაცია მთელს ევროში გახდა ცნობილი.

კემბრიჯ ცენტრი უზრუნველყოფს ინსტიტუციურ წვდომას 30 000-ზე მეტ წიგნსა და 360–ზე მეტ ჟურნალზე.

161 ჟურნალი სოციალურ მეცნიერებათა (SSCI) და 46 ჟურნალი ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში Thomson Reuters-ის ციტირების ინდექსით.

384 სახელწოდების წამყვანი ჟურნალი სხვადასხვა დისციპლინაში. Cambridge Journals Online  მოიცავს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებს (მათ შორის: ანთროპოლოგია, არქეოლოგია, ხელოვნება, ასტრონომია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერებები, დრამა და თეატრი, ეკონომიკა, განათლება, ინჟინერია, ინგლისური ენის სწავლება, ფილმები, მედია, მასობრივი კომუნიკაცია, ენათმეცნიერება, ლიტერატურა, მართვა, მუსიკა, ფილოსოფია, მედიცინა, ფიზიკა, პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია, რელიგია, სოციოლოგია, სტატისტიკა და ალბათობის თეორია). 2017 წელს ჟურნალების სიას კიდევ დაემატა 20 ჟურნალი სამართლის, ბიოლოგიის, არქეოლოგიისა და სხვა სფეროებიდან.

მომხმარებელს აქვს თავისუფალი წვდომა გასული წლების ციფრულ არქივზე 1997 წლიდან.

The New England Journal Of Medicine 

The New England Journal of Medicine (NEJM) არის მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ჟურნალი და ვებგვერდი. ჟურნალი გახლავთ მოქმედი 200 წლის მანძილზე. 72.406 იმფაქტ ფაქტორით NEJM-ს ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს სხვა კვლევით ჟურნალებს შორის. ექიმები მას ყველაზე მნიშნელოვან ჟურნალად ასახელებენ 12 სხვადასხვა სპეციალობაში.

ბაზა მოიცავს მედიცინისა და მისი ქვედარგების (კარდიოლოგია, გადაუდებელი ონკოლოგია, იმუნოლოგია/ალერგოლოგია, ინფექციური დაავადებები, ნევროლოგია, რევმატოლოგია და ა.შ.) 1990 წლიდან დღემდე ატვირთულ 31 000-ზე მეტ სტატიას, 55 000-ზე მეტ გამოსახულებას, ცხრილს, ვიდეო და აუდიო მასალას, მათ შორის:

  • სრული წვდომა ონლაინ სასწავლო რესურსებზე მომავალი ექიმებისა და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის;
  • კვლევები, კვლევის კრიტიკა 1990 წლიდან დღემდე;
  • PowerPoint სლაიდები და ჩამოსატვირთი მასალა, გამოსახულებები და ვიდეოები პრეზენტაციებისა და სწავლებისთვის;
  • მასალები, რომლებიც ინდექსირებული და აღმოჩენადია CrossRef, Summons, Ex Libris, MEDLINE და PubMed-ის საშუალებით;
  • 60-ზე მეტი მაღალი ხარისხის ვიდეო ინსტრუქციები და ასობით ინტერაქციული, სასწავლო და სწავლების მულტიმედია ინსტრუმენტები
  • პირველი ონლაინ წვდომა კვლევით სტატიებზე მათ გამოცემამდე;

NEJM.org ხასიათდება გაფართოებული ძიებისა და ნავიგაციის შესაძლებლობებით, სხვადასხვა სპეციალობებთან ასოცირებული გვერდებით, ინტერაქტიული შინაარსითა და გრაფიკით, ინტეგრირებული მულტიმედიური თვისებებით.

Edward Elgar Publishing’s journals and development studies eBooks  

Edward Elgaronline–ში შედის სამეცნიერო კვლევითი მონოგრაფიები, სამეცნიერო სახელმძღვანელოები, ლექსიკონები, ენციკლოპედიები და ჟურნალები ფინანსების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურული განვითარების, ჯანდაცვის, კორპორაციული მართვის, საჯარო და სოციალური მმართველობის, მიგრაციის, სამართლის და ა.შ. მიმართულებებით.

Elgaronline  გახლავთ შეერთებული შტატების წამყვანი ბიბლიოთეკა, რომელიც უშუალოდ ბიბლიოთეკებისთვის არის შექმნილი.

Elgaronline შექმნილია აკადემიური ბიბლიოთეკების საჭიროებების გათვალისწინებით, რომლის უპირატესობებში ერთიანდება შემდეგი ფაქტორები:

  • ყოვლისმომცველი ხელმისაწვდომობა ყველა ახალ ნაშრომზე;
  • ნაშრომებზე ხელმისაწვდომობა მათ გამოცემამდე;
  • ციფრული უფლებების მართვის გარეშე რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ ჩამოტვირთნ, ამობეჭდონ და გააზიარონ მათთვის სასურველი კონტენტი შეზღუდვის გარეშე;
  • სტანდარტული მრავალმომხმარებლიანი წვდომა;
  • მოსახერხებელი წვდომის მართვის სისტემა;

Sage Journals 

SAGE არის ინოვაციური, ყოველწლიურად მაღალი ხარისხის შინაარსის 1000-ზე მეტი ჟურნალისა და 800-ზე მეტი ახალი წიგნის წამყვანი საერთაშორისო პროვაიდერი, რომელიც მოიცავს სფეროთა ფართო სპექტრს (ჰუმანიტარული, სოციალურ მეცნიერებათა ტექნოლოგიები, ბიზნესი და მედიცინა). ბიბლიოთეკის მზარდი კოლექცია შეიცავს არქივებს, მონაცემებს და  SAGE არის ჟურნალების, წიგნებისა და ელექტრონული მედიის დამოუკიდებელი საერთაშორისო გამომცემელი. SAGE–ს ჟურნალების 65% წარმოდგენილია 2010 წლის Thomson Reuters Journal ციტირებად ჟურნალთა ჩამონათვალში.

IMechE Journals 

IMechE ჟურნალები წარმოდგენილია გამომცემლობა SAGE-ის პლატფორმაზე და მოიცავს მექანიკური ინჟინერიის ყველა ასპექტს 1847 წლიდან დღემდე. თითოეული 18 ჟურნალიდან ორიენტირებულია ინჟინერიის კონკრეტულ მიმართულებაზე, რომლის მიზანია მექანიკური ინჟინერიის სიღრმისეული შესწავლა. სტატიების უმეტესობა ციტირებულია Thomson Reuters Journal-ში, ხოლო ყოველი ჟურნალი გამომცემლობა SCOPUS-ში წარმოდგენილია ინდექსირებად ჟურნალთა ჩამონათვალში. ყოველ ჟურნალს ჰყავს საკუთარი საერთაშორისო სარედაქციო კოლეგია, რომლის ყოველი წევრი წამყვანი ინჟინერია, ხოლო მთავარი რედაქტორი ამ დარგის ცნობილი წარმომადგენელი.

LexisNexis

LexisNexis Academic არის სამეცნიერო ელექტრონული მონაცემთა ბაზა,
რომელიც შეიცავს ინგლისურენოვანი იურიდიული
პუბლიკაციებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების
სრულ ტექსტებს.

Lexis-Nexis Academic აერთიანებს 5800-ზე მეტი გამომცემლობის საინფორმაციო რესურსს, იურიდიული, პოლიტიკური და ბიზნესის მიმართულების 17 000-ზე მეტ ახალი ამბების წყაროს.  exis-Nexis Academic-ში ხელმისაწვდომია ამერიკის ფედერალური და საშტატო სასამართლოების მასალები და ასობით  იურიდიული მიმოხილვა.

დეტალური ინფორმაცია LexisNexis-ის შესახებ იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2020/11/Nexis-UNI-Legal-News-Company-ENG-1.pdf 

წვდომისათვის ეწვიეთ შემდეგ ელ. ბმულს: http://www.nexisuni.com 

e-Duke Journals Scholarly Collection 

Duke University Press თითოეულ წელს  გამოსცემს 120 ახალ წიგნს, 50-ზე მეტ ჟურნალს და მრავალ ციფრულ კოლექციას. მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, მათემატიკა,  ეკონომიკა, განათლება, ფილოსოფია, პოლიტიკა და ა.შ.

Openedition Journals 

OpenEdition Freemium jurnals არის ვებ-პლატფორმა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. იგი დაფუძნდა 1999 წელს Revues.org-ის სახელით და ახლა მასპინძლობს 450-ზე მეტ ონლაინ გამოცემას. 2017 წელს OpenEdition Journals-ის ვებგვერდმა მიიღო 4 მილიონი ვიზიტორი ყოველთვიურად.

პუბლიკაციების დაახლოებით 80% ფრანგულ ენაზეა, ასევე არის სტატიები ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ და პორტუგალიურ ენებზე. სტატიების უმეტესობა ერთზე მეტ ენაზეა გამოქვეყნებული და ხელმისაწვდომია HTML, PDF და  ePUB–ის ფორმატებით.

Royal Society Journals Collection 

The Royal Society ამოქმედდა 1665 წელს და ამჟამად გახლავთ მსოფლიოს ყველაზე ძველი სამეცნიერო ჟურნალი, რომელმაც შექმნა მეცნიერული პრიორიტეტებისა და კოლეგების მიერ განხილვის ფუნდამენტური პრინციპები.

The Royal Society რეგულარულად აქვეყნებს ინოვაციურ კვლევებს ბიოლოგიის, ფიზიკის, მათემატიკის, ინჟინერიის სფეროში და ჩვენი ჟურნალი მაღალი ციტირებითა და ჩამოტვირთვებით ხასიათდება

ვებ-გვერდები მორგებულია მობილურ ტელეფონებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მკითხველებს შეუძლით იოლად ნავიგაცია (სტატიების წაკითხვა და გაზიარება  ნებისმიერი მოწყობილობით).

ყველა სტატიას აქვს ინდივიდუალური DOI ნომერი, რაც იოლს ხდის მის ციტირებას, მას შემდეგ, რაც მოხდება მისი ონლაინ გამოცემა. The Royal Society იყენებს CrossMark-ს, რაც უზრუნველყოფს, რომ მკითხველს ხელთ აქვს სტატიის უახლესი ვერსია.

The European Respiratory Journal

ევროპის რესპირატორული საზოგადოების ოფიციალური, ყოველთვიური რეფერირებადი სამედიცინო ჟურნალი, რომელიც გამოიცემა 1988 წლიდან. ჟურნალი ყოველთვიურად აქვეყნებს კლინიკურ და ექსპერიმენტულ ნაშრომებს, რომლებიც ეხება მოზრდილთა და ბავშვთა რესპირატორული მედიცინის ყველა ასპექტს, მათ შორის უჯრედის ბიოლოგიას, ეპიდემიოლოგიას, იმუნოლოგიას, ონკოლოგიას, პათოფიზიოლოგიას, ვიზუალიზაციას, შრომის მედიცინას, ინტენსიურ თერაპიას, ძილის მედიცინას და გულმკერდის ქირურგიას. ორიგინალური სამეცნიერო მასალის გარდა, ჟურნალში ქვეყნდება კომენტარები, მიმოხილვები და  მოკლე სამეცნიერო წერილები.

ERIC (Education Resources Information Center)

ERIC (Education Resources Information Center)– თავისუფალი წვდომის მონაცემთა ბაზაა, რომელიც გთავაზობთ ელექტრონულ რესურსებზე წვდომის შესაძლებლობას 1300-ზე მეტი მაღალინდექსირებული ჟურნალიდან განათლების კვლევების მიმართულებით. 

MedPix- არის ღია წვდომის სამედიცინო სურათებისა და გრაფიკული გამოსახულებების მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს სასწავლო მასალებს, 12 000- ზე მეტი პაციენტის სამედიცინო შემთხვევების სცენარებს, 9000 კლინიკურ თემას და 59 000-მდე ინტეგრირებულ გამოსახულებას. ძირითადი სამიზნე აუდიტორიაა მედიცინის სტუდენტები და ამ სფეროში მომუშავე პერსონალი.
Springer Link – გთავაზობთ  წვდომას მილიონობით სამეცნიერო სტატიაზე, ჟურნალებზე, ასევე ელექტრონულ წიგნებზე მეცნიერების, ტექნოლოგიის, მედიცინის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ყველა სფეროდან.
Vitae – გლობალური ლიდერია იმ მკვლევართა პროფესიული განვითარების მხარდაჭერის გზაზე, რომლებიც ხელს უწყობენ უნივერსიტეტების კვლევებისა და ინოვაციების განვითარებას. იგი კარიერული კვლევებისა და საკონსულტაციო ცენტრის (CRAC-Careers Research & Advisory Centre),  ნაწილს წარმოადგენს, რომელსაც მკვლევართა უნარ-ჩვევების განვითარებაზე ზრუნვის 50 წლიანი გამოცდილება აქვს

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პერსონალს შესაძლებლობა აქვს Vitae-ს ონლაინ რესურსებზე წვდომის, კერძოდ:

  • სატრენინგო მასალებზე;
  • ექსპერტთა ვებგვერდზე;
  • კვლევით პროექტებზე;
  • პუბლიკაციებზე;
  • ანგარიშებზე.
  • სახელმძღვანელოებზე;
  • პროფესიონალთა მუშაობის კარიერულ ჩარჩოზე;
The Company of Biologists Journals

მოიცავს 5 რეფერირებად ჟურნალს ბიოლოგია, ბიო მედიცინის მიმართულებით.

ELSEVIER  – წამყვანი საერთაშორისო ონლაინ გამომცემლობაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს უახლეს სამეცნიერო ლიტერატურას, სტატიებს, რეფერატებს, წიგნებს და ა.შ.

ელექტრონული მონაცემთა ბაზები:

Scopus – აბსტრაქტული და ციტირების მონაცემთა ბაზა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას განისაზღვროს კონკრეტული მკვლევარის სამეცნიერო პროდუქტიულობა. 

Science Direct – ელექტრონული წიგნებისა და სტატიების ბაზა. 

Scival Funding (Funding Institutional) –  ინსტიტუციური დაფინანსებების პლატფორმა, რომელიც ეხმარება მკვლევარებს დაფინანსების მოპოვებაში. 

იხ. ინსტრუქცია ბმულზე

ACADEMIC MEDICINE  – ამერიკული სამედიცინო კოლეჯების ასოციაციის (AAMC) ოფიციალური რეცენზირებული ჟურნალი, რომელიც ყოველთვიურად აქვეყნებს სამედიცინო განათლებაში არსებულ კვლევებსა და თანამედროვე მიდგომებს.

PubMed Central – თავისუფალი წვდომის მონაცემთა ბაზა ბიოლოგიისა და მედიცინის მიმართულებით, რომელიც მოიცავს 7 მილიონზე მეტ ჩანაწერს, ციფრულ არქივს, სადაც პუბლიკაციების სრული ტექსტებია ხელმისაწვდომი მკითხველთათვის.

 

Research4Life  უზრუნველყოფს თავისუფალ ონლაინ წვდომას აკადემიურ და პროფესიულ რეცენზირებად ჟურნალებზე  ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის და სოციალურ მეცნიერებებში.

 

Research4Life  შინაარსი დაჯგუფებულია შემდეგ კოლექციებში:

Hinari – ბიოსამედიცინო და ჯანდაცვის ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი ბაზაა, რომელიც აერთიანებს 4 ძირითად კოლექციას:

AGORA–  არის გამორჩეული ციფრული ბიბლიოთეკის კოლექცია კვების და სოფლის მეურნეობის სფეროებში.

ARDI – გვაძლევს  წვდომის საშუალებას სამეცნიერო და ტექნიკურ ინფორმაციზე.

GOALI – ორიენტირებულია სამართალსა და სოციალურ მეცნიერებებზე, მათ შორის პოლიტიკა, ეკონომიკა, ფილოსოფია ისტორია და სხვა.

OARE – მოიცავს საინფორმაციო რესურსებს გარემოზე, მათ შორის ეკოლოგია, გეოგრაფია და სხვა.

ACM Digital Library

ძირითადი მიმართულებაა საინფორმაციო ტექნოლოგიები, პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა ანალიტიკა, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება. ბაზაში წარმოდგენილია ჟურნალები, საკონფერენციო მასალები, გაზეთები, წიგნები.  

საერთაშორისო ელექტრონულ საბიბლიოთეკო მონაცემთა ბაზების გამოყენების ინსტრუქცია იხ. ბმულზე: https://eeu/lib/pre

ელექტრონული რესურსები

  • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
  • ინტერნეტ რესურსები

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University