საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი არის უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის პოპულარიზაციას, სტუდნეტებისათვის გაცვლითი პროგრამებსა და მათი განამავითარებელი აქტივობებში ჩართულობის ხელშეწყობას, რისთვისაც შეიმუშავებს კომუნიკაციის, ინფორმაციის მოპოვებისა და გვარცელების ეფექტურ სისტემას.
ძირითადი ფუნქციები:
- უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება;
- სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირება;
- საერთაშორისო ორგანიზაციებში, ქსელებსა და კავშირებში უნივერსიტეტის გაწევრიანება;
- უცხოელი სტუდენტების მოზიდვა;
- საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და უცხოურ ორგანიზაციებთან, ფონდებთან, საინფორმაციო ცენტრებთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის დამყარების განხორციელება;
- საერთაშორისო პროექტების მოძიება და მასში უნივერსიტეტის ჩართვა;
- სახელისუფლებო სტრუქტურებთან, სასწავლო დაწესებულებებთან, არასამთავრობო და სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ურთიერთობა, ერთობლივი პროექტების განხორციელება;
საკონტაქტო ინფორმაცია:
+995 32 248 01 41 (105) international@eeu.edu.ge