კემბრიჯმა პირველი წიგნი 1584 წელს გამოსცა მსოფლიოში უძველეს გამომცემლობაში. მომდევნო ოთხი საუკუნის განმავლობაში გამომცემლობის რეპუტაცია მთელს ევროში გახდა ცნობილი.
კემბრიჯ ცენტრი უზრუნველყოფს ინსტიტუციურ წვდომას 30 000-ზე მეტ წიგნსა და 360–ზე მეტ ჟურნალზე.
161 ჟურნალი სოციალურ მეცნიერებათა (SSCI) და 46 ჟურნალი ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში Thomson Reuters-ის ციტირების ინდექსით.
384 სახელწოდების წამყვანი ჟურნალი სხვადასხვა დისციპლინაში. Cambridge Journals Online მოიცავს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებს (მათ შორის: ანთროპოლოგია, არქეოლოგია, ხელოვნება, ასტრონომია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერებები, დრამა და თეატრი, ეკონომიკა, განათლება, ინჟინერია, ინგლისური ენის სწავლება, ფილმები, მედია, მასობრივი კომუნიკაცია, ენათმეცნიერება, ლიტერატურა, მართვა, მუსიკა, ფილოსოფია, მედიცინა, ფიზიკა, პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია, რელიგია, სოციოლოგია, სტატისტიკა და ალბათობის თეორია). 2017 წელს ჟურნალების სიას კიდევ დაემატა 20 ჟურნალი სამართლის, ბიოლოგიის, არქეოლოგიისა და სხვა სფეროებიდან.
მომხმარებელს აქვს თავისუფალი წვდომა გასული წლების ციფრულ არქივზე 1997 წლიდან.