flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

მოზიდული გრანტები

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის კვლევითი პროექტი ’’რასიზმი და ეთნიკური წარმომავლობა ფართო ევროპაში და მისი გავლენა ბრიტანეთის საბჭოზე’’ ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსი 2020-ის გამარჯვებულია!
ERASMUS+ გრანტი 2020, ზემო ავსტრიის განათლების უნივერსიტეტი
ERASMUS+ გრანტი 2020, Ondokuz Mayis უნივერსიტეტთან (თურქეთი)
ERASMUS+ გრანტი 2020, ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტი
EEU-ს კვლევითი პროექტი ’’ორგანიზაციული ქცევა: უნარ-ჩვევების ფორმირება’’ საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნის თარგმნის პროგრამა 2020 -ის გამარჯვებულია!
აშშ საელჩოს წიგნის თარგმნის პროგრამა 2019 წლის კვლევითი გრანტი: ,,ფინანსური აღრიცხვა''
აშშ საელჩოს წიგნის თარგმნის პროგრამა 2018 წლის კვლევითი გრანტი: ,,ოპერაციული მენეჯმენტი: პროცესები და მიწოდების ჯაჭვი’’
ERASMUS+ გრანტი 2018
აშშ საელჩოს წიგნის თარგმნის პროგრამა 2018 წლის კვლევითი გრანტი: ’’მეწარმეობა: თანამედროვე საწარმოების წარმატებული ფუნქციონირებისთვის’’
Erasmus+ გრანტი 2016
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტები
Erasmus+ გრანტი 2015
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის კვლევითი პროექტი ’’რასიზმი და ეთნიკური წარმომავლობა ფართო ევროპაში და მისი გავლენა ბრიტანეთის საბჭოზე’’ ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსი 2020-ის გამარჯვებულია!

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სადოქტორო კვლევების განვითარების ცენტრის კვლევითი პროექტი ’’რასიზმი და ეთნიკური წარმომავლობა ფართო ევროპაში და მისი გავლენა ბრიტანეთის საბჭოზე’’ ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებული 2020 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

პროექტის მიზანია ფართო ევროპის (WE-Wider Europe) რეგიონის 15 ქვეყანაში (ბოსნია და ჰერცოგოვინა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, საქართველო, ისრაელი, თურქეთი, უკრაინა, ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, კოსოვო, რუსეთი, სერბეთი, და უზბეკეთი) რასიზმისა და ეთნიკური წარმომავლობის შესახებ არსებული ცნებების კვლევა და ანალიზი, ბრიტანეთის საბჭოს ფართო ევროპაში მიმდინარე პროცესებზე მომუშავე პერსონალის საქმიანობის ხელშეწყობა, როგორც პასუხი ახლად შემუშავებული გლობალური ანტი-რასისტული ვალდებულებისა, რომელიც ორგანიზაციის კორპორატიულ მიზანს წარმოადგენს და  ანგარიშვალდებულია დიდი ბრიტანეთის წინაშე.

ფართო ევროპის შესახებ

ფართო ევროპა 15 ქვეყნისგან შემდგარი მრავალფეროვანი, სამეწარმეო სულისკვეთების მქონე დინამიური და მუდმივად ცვალებადი რეგიონია, რომელიც გლობალური ცოდნის  მეშვეობით ავლენს რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებს და ახორციელებს ეფექტიან და მდგრად ცვლილებებს.

პროექტის ხელმძღვანელია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის  პროფესორი, სადოქტორო კვლევების განვითარების ცენტრის დირექტორი პოლ გიბსი.

პროექტის განხორციელების ვადები:

პროექტის თანახმად კვლევის განხორციელების პერიოდი 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მარტის თვემდეა განსაზღვრული.

ERASMUS+ გრანტი 2020, ზემო ავსტრიის განათლების უნივერსიტეტი

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და ავსტრიის განათლების უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი, სტუდენტებისა და პედაგოგების გაცვლითი პროგრამის შესახებ დაფინანსებულია Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მიმართულების სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ ავსტრიის განათლების უნივერსიტეტში.

Erasmus+ სტიპენდია სრულად ფარავს, როგორც სწავლის, ასევე მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს!

სტუდენტებთან ერთად, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს ეძლევა შესაძლებლობა ასწავლოს ან აიმაღლონ კვალიფიკაცია  ავსტრიის განათლების უნივერსიტეტში.

სტიპენდიანტთა შერჩევა განხორციელდება ღია კონკურსის წესით. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება მოგვიანებით.

ERASMUS+ გრანტი 2020, Ondokuz Mayis უნივერსიტეტთან (თურქეთი)

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და „ონდოკუზ მაიის“-ის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი, სტუდენტებისა და პედაგოგების გაცვლითი პროგრამის შესახებ დაფინანსებულია Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის სამივე საფეხურისა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა 2020-2021 წლებში, ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ ან/და აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა „ონდოკუზ მაიის“-ის უნივერსიტეტში.

Erasmus+ სტიპენდია სრულად ფარავს, როგორც სწავლის, ასევე მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს!

სტუდენტებთან ერთად, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს ეძლევა შესაძლებლობა ასწავლოს ან აიმაღლოს კვალიფიკაცია პარტნიორ  „ონდოკუზ მაიის“-ის უნივერსიტეტში.

„ონდოკუზ მაიის“-ის უნივერსიტეტი ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია თურქეთში, რომელიც მდებარეობს ქალაქ სამსუნში და რომელშიც ფუნქციონირებს 16 ფაკულტეტი, 1 კონსერვატორია, 14 სკოლა და 5 ინსტიტუტი. სტუდენტების რაოდენობა კი აჭარბებს 40 000. დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.omu.edu.tr/en.

სტიპენდიანტთა შერჩევა განხორციელდება ღია კონკურსის წესით. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება მოგვიანებით.

ERASMUS+ გრანტი 2020, ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტი

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი, სტუდენტებისა და პედაგოგების გაცვლითი პროგრამის შესახებ დაფინანსებულია Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა 2020-2021 წლებში, ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ ან/და აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტში.

Erasmus+ სტიპენდია სრულად ფარავს, როგორც სწავლის, ასევე მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს!

სტუდენტებთან ერთად, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს ეძლევა შესაძლებლობა 2020-2021 წლებში, ასწავლოს ან აიმაღლოს კვალიფიკაცია პარტნიორ  ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტში.

ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი რუმინეთში 12 ფაკულტეტითა და 21 000-ზე მეტი სტუდენტით. დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://www.ase.ro/index_en.asp.

სტიპენდიანტთა შერჩევა განხორციელდება ღია კონკურსის წესით. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება მოგვიანებით.

EEU-ს კვლევითი პროექტი ’’ორგანიზაციული ქცევა: უნარ-ჩვევების ფორმირება’’ საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნის თარგმნის პროგრამა 2020 -ის გამარჯვებულია!

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საგრანტო პროექტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გამოცხადებული ,,წიგნის თარგმნის პროგრამა 2020’’-ის გამარჯვებულია.
პროექტის ხელმძღვანელია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სამეცნიერო დარგში, პროფესორი შალვა მაჭავარიანი;
კოორდინატორი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი მენეჯერი თათია ღერკენაშვილი.

გამოცემის შესახებ: ISBN 978-1544317540

ავტორები: Christopher P. Neck, Jeffery D. Houghton, Emma L. Murray

გამომცემლობა: SAGE Publications , Inc

გამოცემის თარიღი: 23 იანვარი, 2019

სახელმძღვანელო ’’Organizational Behavior: A Skill-Building Approach’’ განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ ინდივიდუალური და გუნდური ქცევის, ორგანიზაციული სტრუქტურისა და ორგანიზაციაში  მიმდინარე პროცესების სიღრმისეული შესწავლა. იგი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს განივითარონ მოტივაციური, ლიდერული და გუნდური უნარები, რაც მათ დაეხმარებათ ქცევის მოდელების გაანალიზებასა და მათი პოზიტიური გზით ფორმირებაში.

სახელმძღვანელოში მოცემული პრაქტიკული მაგალითები, თვითშეფასებები და დამატებითი პედაგოგიური მახასიათებლები ორგანიზაციულ ქცევას ხდის სიცოცხლისუნარიანს და ხელს უწყობს სტუდენტებს გაერკვნენ საორგანიზაციო ქცევათა კონცეფციებში.

კრიტიკული აზროვნება აუცილებელი უნარია, რომელსაც იყენებენ მენეჯერები სამუშაო გარემოზე გავლენის მოსახდენად.   კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი იყენებს ინტელექტს, ცოდნასა და უნარებს სიტუაციის სწორად შესაფასებლად და შესაბამისი დასკვნების გასაკეთებლად.  სახელმძღვანელოში ავტორები იყენებენ კრიტიკული აზროვნების ძირითად უნარებსა და კომპონენტებს სტუდენტებისთვის ორგანიზაციული ქცევის მრავალი ასპექტის გასაცნობად და შესასწავლად.

სახელმძღვანელოს ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა განპირობებულია ხარისხიანი სახელმძღვანელოს საჭიროებით როგორც სტუდენტების ასევე ლექტორების მხრიდან და მეორე მხრივ დარგის სპეციალისტების მხრიდან შესაბამისი საორგანიზაციო გარემოს საჯარო და კერძო ორგანიზაციებში შესაქმნელად.

პროექტის განხორციელების ვადები და მონაწილეები:

წიგნის თარგმანს ახორციელებენ:

  1. მიხეილ თოქმაზიშვილი – მკვლევარი/მთარგმნელი (TOU&EEU)
  2. ნათია ჭიღვარია – მკვლევარი/მთარგმნელი (GIPA)
  3. გელა გრიგოლაშვილი – მკვლევარი/მთარგმნელი (EEU)
  4. გიორგი ღაღანიძე – მკვლევარი/მთარგმნელი (TSU)
  5. თათია ღერკენაშვილი – მკვლევარი/მთარგმნელი (EEU)

სამეცნიერო რედაქტორი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი შალვა მაჭავარიანი.

პროექტის თანახმად, თარგმანის გამოცემაზე მუშაობა 2020 წლის 30 სექტემბერს დაიწყება და 2022 წლის 30 ივნისს დასრულდება და უახლესი თანამედროვე სახელმძღვანელო ’’ორგანიზაციული ქცევა: დახელოვნების მიდგომა (ავტ. Christopher P. Neck, Jeffery D. Houghton, Emma L. Murray)’’ დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ქართულ ენაზე.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საგრანტო პროექტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გამოცხადებული ,,წიგნის თარგმნის პროგრამა 2020’’-ის გამარჯვებულია.

პროექტის ხელმძღვანელია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სამეცნიერო დარგში, პროფესორი შალვა მაჭავარიანი;

კოორდინატორი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი მენეჯერი თათია ღერკენაშვილი.

აშშ საელჩოს წიგნის თარგმნის პროგრამა 2019 წლის კვლევითი გრანტი: ,,ფინანსური აღრიცხვა''
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საგრანტო პროექტი, რომელიც შეიქმნა საქართველოს უნივერსიტეტთან პარტნიორობით აშშ-ის საელჩოს მიერ გამოცხადებული ,,წიგნის თარგმნის პროგრამა 2019”–ის გამარჯვებულია.

პროექტის ხელმძღვანელია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სამეცნიერო დარგში, პროფესორი შალვა მაჭავარიანი;

თანახელმძღვანელი: ჯულიეტა ანდღულაძე, საქართველოს უნივერსიტეტი; სარედაქციო განყოფილების უფროსი.

კოორდინატორი: თათია ღერკენაშვილი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მენეჯერი.

 

გამოცემის შესახებ:

წიგნის სათაური და გამოცემა: ’’Financial Accounting’’ (5th Edition)

ავტორ(ებ)ი: Robert Kemp and Jeffrey Waybright,

გამომცემლობა: Pearson Education, Inc.

გამოცემის თარიღი: 2018
სახელმძღვანელოში ,,ფინანსური აღრიცხვა” (ავტ. Robert Kemp and Jeffrey Waybright, 2018) განხილული თემები მნიშვნელოვანია არამხოლოდ ფინანსებისა და ბიზნესის ადმინისტრირების სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის, არამედ მოქმედი სპეციალისტებისა და ფინანსებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის.

პროექტის განხორციელების ვადები და მონაწილეები:

✍სახელმძღვანელოს თარგმანს ახორციელებენ:
1. მიხეილ თოქმაზიშვილი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი)
2. გელა გრიგოლაშვილი, ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი)
3. იოსებ მამუკელაშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
4. თეა მუნჯიშვილი, ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
5. თამარ გამსახურდია, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი)
6. თამარ კეინაშვილი, ფილოლოგი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი).

სამეცნიერო რედაქტორი – ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი შალვა მაჭავარიანი.

▶პროექტის თანახმად, თარგმანის გამოცემაზე მუშაობა 2020 წლის 30 ნოემბერს დასრულდება და უახლესი თანამედროვე სახელმძღვანელო -,,ფინანსური აღრიცხვა” (ავტ. Robert Kemp and Jeffrey Waybright) დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ქართულ ენაზე.

აშშ საელჩოს წიგნის თარგმნის პროგრამა 2018 წლის კვლევითი გრანტი: ,,ოპერაციული მენეჯმენტი: პროცესები და მიწოდების ჯაჭვი’’

საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გამოცხადებული კონკურსის ’’წიგნის თარგმნის პროგრამა 2018–ის’’ ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო დეპარტამენტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ერთობლივმა პროექტმა დაფინანსება მოიპოვა!

პროექტის ხელმძღვანელი: პროფესორი შალვა მაჭავარიანი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სამეცნიერო დაგრში.

თანახელმძღვანელი: ნათია ჭიღვარია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი.

კოორდინატორი: თათია ღერკენაშვილი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის კვლევითი გრანტების კოორდინატორი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მენეჯერი.

გამოცემის შესახებ:

წიგნის სათაური და გამოცემა: ’’Operations Management: Processes and Supply Chain’’ (12th

Edition, ISBN 0134741064)

ავტორები: Lee J. Krajewski, Manoj Malhotra and Larry P. Ritzman

გამომცემელი: Pearson Education, Inc.

გამოცემის თარიღი: 2018 წლის 4 იანვარი

გვერდების რაოდენობა: 787

წიგნი ’’ოპერაციული მენეჯმენტი: პროცესები და მიწოდების ჯაჭვი’’ დიდი მოთხოვნით სარგებლობს  აშშ-ის, კანადის, ავსტრალიისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში.

სახელმძღვანელოში განხილული თემები მნიშვნელოვანია ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის აკადემიური პროგრამების სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის,  მოქმედი სპეციალისტების, კერძო და საჯარო სექტორში არსებულ კომპანიებსა და სტრუქტურებში  სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირებისთვის.

თარგმანის გამოცემა განხორციელდება 2019 წლის დასაწყისში.

სამეცნიერო რედაქტორი – პროფესორი შალვა მაჭავარიანი

გამოცემის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. დანართი

ERASMUS+ გრანტი 2018

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა ევროკავშირის საგრანტო კონკურსში – Erasmus+ Credit Mobility 2018 გაიმარჯვა და მოიპოვა გრანტი! აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორია ავსტრიის განათლების უნივერსიტეტი (PÄDAGOGISCHE HOCHSCHULE OÖ).  გამარჯვებულმა პარტნიორმა უნივერსიტეტებმა მიიღეს ევროკავშირის დაფინანსება და ამ გრანტის ფარგლებში უზრუნველყოფილია სტუდენტებისა და პერსონალის მობილობას.

Erasmus+ Credit Mobility პროგრამის ხანგრძლივობა: 01.06.2018 – 30.09.2020

Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:

სტუდენტთა მობილობა – ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის 3 სტუდენტის გაცვლა 1  სემესტრის განმავლობაში კრედიტების დაგროვებით (credit mobility).

პერსონალის მობილობა – სწავლების მიზნით: ამ აქტივობის ფარგლებში ავსტრიის განათლების უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს საშუალება ეძლევა ასწავლოს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

Erasmus+ ფარავს მგზავრობის ხარჯებს და გასცემს სტიპენდიებს!

ყოველთვიური  სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია 850 ევრო, მგზავრობის ხარჯი ანაზღაურება 360 ევრო.

აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალზე ყოველდღიური გრანტის ოდენობა 160 ევრო, მოგზაურობის ხარჯის ანაზღაურება 360 ევრო.

აშშ საელჩოს წიგნის თარგმნის პროგრამა 2018 წლის კვლევითი გრანტი: ’’მეწარმეობა: თანამედროვე საწარმოების წარმატებული ფუნქციონირებისთვის’’

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო დეპარტამენტის პროექტი ’’მეწარმეობა: თანამედროვე საწარმოების წარმატებული ფუნქციონირებისთვის’’ აშშ-ის საელჩო საქართველოს მიერ გამოცხადებული წიგნის თარგმნის პროგრამა 2018–ის გამარჯვებულია!

პროექტის თანაორგანიზატორია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)

პროექტის ხელმძღვანელი: პროფესორი შალვა მაჭავარიანი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სამეცნიერო დარგში.

კოორდინატორი: თათია ღერკენაშვილი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის კვლევითი გრანტების კოორდინატორი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მენეჯერი.

პროექტის თანაორგანიზატორი: ნათია ჭიღვარია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი.

წიგნის სათაური და გამოცემა: „Entrepreneurship: Successfully Launching New Ventures’’ (6th Edition, ISBN 0134729536)

ავტორი: Bruce R. Baringer and R. Duane Ireland

გამომცემელი: Pearson Education, Inc.

გამოცემის თარიღი: 18/01/2018

გვერდების რაოდენობა: 624

საავტორო უფლება: 2018 by Pearson Education, Inc.

ზემოთ მითითებული ავტორების  წინა გამოცემები უპრეცენდენტო მოთხოვნით სარგებლობს აშშ-ს, კანადის, ავსტრალიასა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში.

გამოცემის თითოეულ თავში განხილულია რეალური მაგალითები, სპეციალური შემთხვევების ანალიზები, პრობლემები, რომლებსაც დღესდღეობით აწყდებიან მეწარმეები და წარმოდგენილია მათი გადაჭრისთვის საჭირო კონკრეტული გზები.

სახელმძღვანელოში განხილული თემები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის პროგრამების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის, არამედ მოქმედი სპეციალისტებისა და მეწარმეობის საკითხებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის.

გამოცემის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. დანართი

პროექტის განხორციელება დაიწყო 2018 წლის 14 მაისს და დასრულდება 2019 წლის 30 ნოემბრისთვის.

პროექტში მონაწილეობენ:

  1. მიხეილ თოქმაზიშვილი, ეკონომიკის დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი;
  2. გიორგი ღაღანიძე, ეკონომიკის დოქტორი, თსუ, პროფესორი, ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი;
  3. ნათია ჭიღვარია, ამერიკის ლიტერატურის დოქტორი, GIPA–ს სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი;
  4. გელა გრიგოლაშვილი, ეკონომიკის დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
  5. ნიკოლოზ აბუაშვილი, ეკონომიკის დოქტორი, Business Infrastructure SolutionZ-ის დამფუძნებელი პარტნიორი;
  6. ვახტანგ ჭარაია, ეკონომიკის დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
  7. ქეთევან აფთარაშვილი, ასისტენტ-პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

აშშ-ის საელჩოს 2018 წლის გამოცემები: https://ge.usembassy.gov/education-culture/grant-programs/book-translation-program-pas/

Erasmus+ გრანტი 2016

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა ევროკავშირის საგრანტო კონკურსში – Erasmus+ Credit Mobility 2016 გაიმარჯვა და მოიპოვა გრანტი, Erasmus+ Credit Mobility პროგრამა აფინანსებს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების, ასევე ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლას ევროპისა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის. ორ უნივერსიტეტს შორის ფორმდება სპეციალური ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება კონკურსების ვადები, აპლიკანტების შერჩევის პირობები და ა.შ. გამარჯვებული პარტნიორი უნივერსიტეტები იღებენ ევროკავშირის დაფინანსებას და ამ გრანტის ფარგლებში უზრუნველყოფენ სტუდენტებისა და პერსონალის მობილობას. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორია ავსტრიის განათლების უნივერსიტეტი.

დეტალები იხ. ბმულზე

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტები

ტოლერანტობისა და ინტერკულტურული განათლების სკოლა

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა პროექტმა, სახელწოდებით „ტოლერანტობისა და ინტერკულტურული განათლების სკოლა“ დაფინანსება მოიპოვა. სკოლის პროგრამა 2015 წლის 22-29 ნოემბერს განხორციელდება. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია ფილოლოგიის დოქტორი, განათლების დოქტორი ქალბატონი ნინო სოზაშვილი.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა შეუძლიათ სამაგისტრო პროგრამის სტუდენდებს, რომლებიც სწავლობენ განათლების ან პედაგოგიკის მიმართულებით შემდეგ უნივერსიტეტებში:

  • შოთა რუსთაველის სახელობისბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

პროგრამა

აპლიკაცია

სასწავლო მასალები

სილაბუსი

ვიდეო გალერეა

ფოტო გალერეა

Erasmus+ გრანტი 2015

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა ევროკავშირის საგრანტო კონკურსში – Erasmus+ Credit Mobility 2015 გაიმარჯვა და მოიპოვა გრანტი, Erasmus+ Credit Mobility პროგრამა აფინანსებს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების, ასევე ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლას ევროპისა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის. ორ უნივერსიტეტს შორის ფორმდება სპეციალური ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება კონკურსების ვადები, აპლიკანტების შერჩევის პირობები და ა.შ. გამარჯვებული პარტნიორი უნივერსიტეტები იღებენ ევროკავშირის დაფინანსებას და ამ გრანტის ფარგლებში უზრუნველყოფენ სტუდენტებისა და პერსონალის მობილობას. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორია ავსტრიის განათლების უნივერსიტეტი.

დეტალები იხ. ბმულზე

კვლევა

  • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
  • სამეცნიერო კონფერენციები
  • გრანტები
    • მოზიდული გრანტები
    • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
  • კვლევითი პროექტები
    • მიმდინარე
    • განხორციელებული
  • გამოცემები
  • კვლევითი ერთეულები
  • სამეცნიერო ჟურნალი
  • სადოქტორო კვლევები
    • სადოქტორო კვლევების განვითარების ცენტრი
    • დოქტორანტების ნაშრომები
    • დოქტორანტის გზამკვლევი
  • კვლევის ეთიკა
    • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
    • კვლევის ეთიკის კომიტეტი
  • სიახლეები

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University