აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 2024-2025 სასწავლო წელს აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამაზე:
- განათლების მეცნიერებები (ინგლისურენოვანი)
ადგილების რაოდენობა: 10, სწავლის საფასური: 4000 აშშ დოლარი (ერთი წელი); საუნივერსიტეტო დაფინანსების გათვალისწინებით საქართველოს მოქალაქეებისთვის – 4000 ლარი (ერთი წელი); პროგრამის აღწერილობა იხ. ბმულზე
პროგრამაზე მიღების წინაპირობა:
- სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს;
- განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს პირს, რომელსაც აქვს შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, რომლითაც დადასტურდება კანდიდატის კვლევითი უნარები.
- სადოქტორო პროგრამებზე კანდიდატები ჩაირიცხებიან შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე;
- შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები მოიცავს ტესტირებას ინგლისურ ენასა და საკონკურსო გასაუბრებას დარგობრივ კომისიასთან.
- ინგლისური ენის C1 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო ან ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური (CERTUS) სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში დოქტორანტობის კანდიდატები თავისუფლდებიან ინგლისური ენის გამოცდისაგან.
მნიშვნელოვანი თარიღები:
- დოკუმენტაციის მიღება – 2-16 სექტემბერი;
- ტესტირება ინგლისურ ენაში – 20 სექტემბერი;
- უცხო ენის შედეგების გამოცხადება – 23 სექტემბერი;
- უცხო ენის აპელაციაზე განაცხადების მიღება – 23-24 სექტემბერი;
- აპელაციის შედეგები – 24 სექტემბერი;
- ზეპირი გამოცდა (გასაუბრება) დარგობრივ კომისიასთან – 25-27 სექტემბერი;
- ზეპირი გამოცდის შედეგების გამოცხადება – 27 სექტემბერი;
- ხელშეკრულებების გაფორმება – 28-29 სექტემბერი.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს ელექტრონულად ან პირისპირ
2 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით დოქტორანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია (სათანადო წესით დამოწმებული):
- განცხადება (დოკუმენტების პირისპირ წარმოდგენის შემთხვევაში)
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი/ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ;
- ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი (სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ავტობიოგრაფია (CV) (სამეცნიერო პუბლიკაციებისა და კონფერენციებში მონაწილეობის მითითების შემთხვევაში, სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნული მასალების ასლები);
- ფოტოსურათი (3X4)
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი/სამხედრო ბილეთი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის);
- სადოქტორო კვლევითი განაცხადი ინგლისურ ენაზე (იხ. ბმულზე)
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (ინსტრუქცია იხ. ბმულზე)
- ინგლისური ენის C1 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო ან CERTUS სერთიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი/დედანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამდასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება კანდიდატის კვლევითი უნარები.
შენიშვნა: დოკუმენტაცია შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას პირისპირ ან ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსებით: https://reg.eeu.edu.ge/phd/local/eeureg/step-1.php
ინგლისური ენის ტესტის ნიმუში და პასუხები, გასაუბრების თემატიკა:
- ინგლისური ენის ტესტის ნიმუში და პასუხები , sample 2022
- გასაუბრების შეფასების კრიტერიუმები
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: ი. ენუქიძის ქუჩა N6 (დავით აღმაშენებლის ხეივანთან 200 მეტრში, აშშ-ს საელჩოს მიმდებარედ);
საკონტაქტო ტელეფონი: 577 057 157 (განათლება); (032) 248 01 41;