აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) გადმოსვლის უფლება აქვს მხოლოდ იმ სტუდენტს, რომელმაც დადგენილ ვადაში – 2018 წლის 25 ივლისის 12:00 საათიდან 16 აგვისტოს 18:00 სთ–მდე და 22 აგვისტოს 12:00 საათიდან 27 აგვისტოს 18:00 სთ-მდე გაიარა რეგისტრაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე. პორტალზე რეგისტრაციის ინსტრუქტცია იხილეთ ბმულზე.
მობილობის მსურველი პირი ვალდებულია, უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ ვადაში – 2018 წლის 30 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით – მიმართოს განცხადებით EEU–ს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს აღნიშნულ ფაკულტეტზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას.