აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს აქვს ორი თანამედროვე სასწავლო-ადმინისტრაციული კამპუსი თბილისში (ი. ენუქიძის ქ. 6, აშშ საელჩოსთან), საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ,,ღია გული”, კვლევითი კამპუსი, EEU Restart კაფე, სპორტული მოედნები და სხვა რეკრეაციული სივრცეები. უნივერსიტეტის კამპუსები სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რომელიც საჭიროა ხარისხიანი სწავლებისა და კვლევის განხორციელებისთვის, სასწავლო და ფიზიკური გარემო ადაპტირებულია სსსმ პირთათვის.




































































