კონკურსი UNESCO King Hamad Bin Isa Al-Khalifa პრიზის მოსაპოვებლად
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება განათლებაში ინოვაციების დასანერგად
“The use of Artificial Inteligence (AI) to innovate education, teaching and learning’
გაცნობებთ, რომ UNESCO-მ გამოაცხადა კონკურსი ბაჰრეინის სამეფოს მიერ დაფუძნებულ 2019 წ. „UNESCO King Hamad Bin Isa Al-Khalifa” პრიზის მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე კერძო პირებს, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით განათლებაში ინოვაციური საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (Information and Communication Technologies ICT) დანერგვაში.
კონკურსის თემაა: ხელოვნური ინტელექტის გამოყენება განათლებაში ინოვაციების დასანერგად – “The use of Artificial Inteligence (AI) to innovate education, teaching and learning’.
საერთაშორისო ჟიურის მიერ გამოვლინდება ორი გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო (US $25,000) და დიპლომი. განაცხადები მიიღება ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე.
გამომდინარე იქედან, რომ კანდიდატურების წარდგენა ხდება ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, წარმოსადგენი დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს არაუგვიანეს 25 სექტემბრისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: i.tusiashvili@eeu.edu.ge
ინფორმაცია პრიზზე ნომინაციის წარდგინების წესების შესახებ და სხვა დამატებითი ინფორმაცია (წინა გამარჯვებული პროექტების ჩათვლით) განთავსებულია მისამართზე: https://on.unesco.org/aboutictprize