აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 2019-2020 სასწავლო წელს აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:
- ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი)
ადგილების რაოდენობა: 5, სწავლის საფასური: 2500 ლარი, პროგრამის აღწერილობა იხ.ბმულზე - სამართალი
ადგილების რაოდენობა: 5, სწავლის საფასური: 3000 ლარი, პროგრამის აღწერილობა იხ. ბმულზე
დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების მსურველმა 2 სექტემბრიდან – 06 სექტემბრის ჩათვლით უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია (სათანადო წესით დამოწმებული):
- განცხადება;
- ავტობიოგრაფია (CV) (განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებში სამეცნიერო პუბლიკაციების და კონფერენციებში მონაწილეობის მითითების შემთხვევაში, სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნული მასალების ასლები);
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები/ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ;
- ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი (სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ერვოვნული ცენტრის მიერ გაცემული);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი/სამხედრო ბილეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში.
- დოქტორანტობის კანდიდატის სამეცნიერო ხელმძღვანელობის კანდიდატის რეკომენდაციას (შუამდგომლობა) და კვლევის კონცეფცია, რომელიც უნდა მოიცავდეს: სადისერტაციო თემის საკუთარი ხედვას – ნაშრომის სავარაუდო სათაურისა და სტრუქტურის მითითებით, კვლევის საგანსა და საკითხის მნიშვნელობის დასაბუთებას.
- სამოტივაციო წერილი (ინსტრუქცია იხ. ბმულზე);
- ორი რეკომენდაცია;
- ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (დოქტორანტობის კანდიდატისთვის, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული);
- მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების შემდგომ სპეციალობით მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (სავალდებულოა სამართლის დოქტორანტობის კანდიდატებისთვის და ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით მაგისტრის ხარისხის არმქონე პირებისთვის);
გამოცდების/გასაუბრების ჩატარებისა და ხელშეკრულების გაფორმების ვადები:
- დოკუმენტაციის მიღება – 2-6 სექტემბერი;
- გამოცდა უცხო ენაში – 9 სექტემბერი, 17:00 სთ-ზე, მე-12 აუდიტორია;
- უცხო ენის შედეგების გამოცხადება – 10 სექტემბერი;
- უცხო ენის აპელაციაზე განაცხადების მიღება – 10-11 სექტემბერი;
- აპელაციის შედეგები – 12 სექტემბერი;
- გამოცდა სპეციალობაში (გასაუბრება) – 13 სექტემბერი;
- სპეციალობის შედეგების გამოცხადება – 16 სექტემბერი;
- საბოლოო შედეგების გამოცხადება – 17 სექტემბერი;
- ხელშეკრულებების გაფორმება –18-19 სექტემბერი.
პროგრამაზე მიღების წინაპირობა:
- სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს;
- სამართლის სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა სპეციალობით მუშაობის მინიმუმ სამი წლის გამოცდილება;
- ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი) სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის პირს; ასევე, პირს, რომელსაც გააჩნია მაგისტრის ხარისხი ნებისმიერ სპეციალობაში და აქვს ბიზნესის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ სამი წლის გამოცდილება;
- სადოქტორო პროგრამებზე კანდიდატები ჩაირიცხებიან საუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე;
- საუნივერსიტეტო გამოცდები მოიცავს ტესტირებას ინგლისურ ენასა და ზეპირ გამოცდას/გასაუბრებას სპეციალობაში.
- ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში დოქტორანტობის კანდიდატები თავისუფლდებიან ინგლისური ენის გამოცდისაგან. ასევე, ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის სერტიფიკატის წარდგენისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს ინგლისურ ენაზე.
ინგლისური ენის ტესტის ნიმუში და პასუხები
- ინგლისური ენის ტესტის ნიმუში და პასუხები იხ. ბმულზე
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: ქ. თბილისი, შატილის ქ. N4
საკონტაქტო ტელეფონი: 599 501244 (სამართალი); 599 338180 (ბიზნესი); (032) 248 01 41;