აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტი
ფაკულტეტის დეკანი: პროფესორი ზვიად როგავა
პროგრამის ხელმლძღვანელი: პროფესორი დავით ბოსტოღანაშვილი
პროგრამის ხანგრძლივობა: 3 წელი (180 კრედიტი)
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის დოქტორი/Doctor Of Law
სწავლის საფასური: 3500 ლარი (ერთი წელი)
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის უპირატესობები:
- კერძო, სისხლის ან საჯარო სამართლის დარგის უახლეს და აქტუალურ მიღწევებზე დამყარებულ ცოდნა;
- ახალი ცოდნის შექმნაზე ორიენტირებული ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მეთოდებისა და მიდგომების შემუშავება;
- ინოვაციური კვლევების დაგეგმვას, განხორციელებასა და ზედამხედველობას, სამართლებრივი კონფლიქტების სამართლებრივი მეთოდებით გადაწყვეტა;
- გაცვლით პროგრამებში, საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში საუნივერსიტეტო სტიპენდიით მონაწილეობის შესაძლებლობა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან: Université de Paris I -Panthéon-sorbonne (France), Universidad de Castilla-La Mancha (Spain), Queen’s University of Belfast (United Kingdom), Erasmus University Rotterdam (The Netherlands), Technische Universität Dresden (Germany), Università di Roma “La Sapienza” (Italy) და European Public Law Organization – EPLO წევრ ყველა უნივერსიტეტთან.
პროგრამაზე მიღების წინაპირობა:
- სამართლის მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ხარისხის მქონე პირი, რომელსაც გააჩნია სპეციალობით მუშაობის მაგისტრატურის შემდგომი მინიმუმ სამი წლის გამოცდილება.
- საუნივერსიტეტო გამოცდები: ტესტირება ინგლისურ ენასა და ზეპირ გამოცდა/გასაუბრება სპეციალობაში.
- ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში დოქტორანტობის კანდიდატები თავისუფლდებიან ინგლისური ენის გამოცდისაგან. ასევე, ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის სერტიფიკატის წარდგენისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს ინგლისურ ენაზე.
დასაქმების სფერო:
- სამართლის სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებული უფლებამოსილია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაიკავოს აკადემიური თანამდებობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
- სამართლის დოქტორს ასევე, შესაძლებლობა ეძლევა იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც მოითხოვება სამართლის დოქტორის ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება.