აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) გადმოსვლის უფლება აქვს მხოლოდ იმ სტუდენტს, რომელმაც დადგენილ ვადაში – 2020 წლის 22 იანვრიდან 2020 წლის 05 თებერვლის 18.00 სთ-მდე გაიარა რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე. პორტალზე რეგისტრაციის ინსტრუქტცია იხილეთ ბმულზე.
მობილობის მსურველი პირი ვალდებულია, უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ ვადაში – 2020 წლის 12 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით – მიმართოს განცხადებით EEU–ს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს აღნიშნულ ფაკულტეტზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას.