EEU-ში სწავლის პერიოდში თქვენ მიიღებთ სწავლისა და კვლევის განხორციელებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას:
- ისწავლე წარმატებით და 4800 ლარი სტიპენდია შენია – ყოველსემესტრული საუნივერსიტეტო 600 ლარიანი სტიპენდია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს!
- ერთჯერადი ჯილდო (სპეციალური პრიზები) -ლეპტოპი, პლანშეტი, სასწავლო ვაუჩერი და სხვა, თუ თქვენ გამოირჩევით საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტივობებით (სპორტულ, კულტურულ, ინტელექტუალურ კონკურსებში, სამეცნიერო კონფერენციებში…)
- 5000-ლარიანი გრანტი – სტუდენტების მიერ ინიცირებული პროექტები და კვლევითი აქტივობები ფინანსდება!
- პროფესიული განვითარების ხელშეწყობა – ტრენინგები, სასერტიფიკატო კურსები, ვორკშოპები და სასწავლო ვიზიტები საერთაშორისო პარტნიორ უნივერსიტეტებში;
- EEU-ში შიდა საუნივერსიტეტო ანაზღაურებადი დასაქმება/სტაჟირება;
დასაქმება და სტაჟირება
EEU-ს კურსდამთავრებულების 70% დასაქმებულია!
- EEU-ს პარტნიორია 200-ზე მეტი ორგანიზაცია, სადაც სტუდენტები საუნივერსიტეტო დაფინანსებით ტრეინინგებსა და სტაჟირებას გადიან; სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი საშუალება ეძლევათ დასაქმდნენ;
- EEU აშშ–ს მსოფლიო განათლების მომსახურების (WES–WORLD EDUCATION SERVICES) ორგანიზაციის წევრია და ნებისმიერი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტსა თუ კურსდამთავრებულს საშუალება ეძლევა მოიპოვოს მობილობის უფლება, მიიღოს შეფასება/რეკომენდაცია, განათლების კვალიფიკაციის აღიარება აშშ–სა და კანადის ქვეყნების სხვადასხვა დაწესებულებაში დასაქმების უფლების მიღების მიზნით
- EEU ჩართულია სტუდენტური სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში და ყოველწლიურად უზრუნველყოფს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სტაჟირებას საჯარო სამსახურში.
- EEU-ს ჰყავს 30-ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტი, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ სტაჟირება;
- სტუდენტთა კარიერული განვითარებისთვის ეწყობა დასაქმების ფორუმები, ტრენინგები, მუდმივ რეჟიმში ხდება ვაკანსიების შესახებ ინფორმირება და ა.შ.
სხვა სერვისები
- უფასო სამედიცინო დაზღვევა ,,მედისონის” კლინიკებში;
- სტუდენტთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისი. სტუდენტებს უფასო ფსიქოლოგიურ მომსახურებას/კონსულტაციას სთავაზობს. მომსახურება განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც აქვთ შფოთვა, დაქვეითებული გუნებ-განწყობა, უჭირთ სხვადასხვა სახის სტრესთან გამკლავება (მაგალითად, სირთულეები სოციალურ სიტუაციებში, ინტერპერსონალურ ურთიერთობებში), შიშები და სხვა. კონსულტაცია ითვალისწინებს როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ შეხვედრებს და ამ მიმართულებით სტუდენტებს მომსახურებას უწევენ EEU-ს ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერებების კვლევითი ცენტრის “ლაბორატორია Z”- ის სპეციალისტები.
- არაფორმალური განათლების სერვისები – სტუდენტთა პროფესიული ზრდის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, EEU-ს უწყვეტი განათლების ცენტრი სტუდენტებს სთავაზობს ტრენინგებს, სასერტიფიკატო კურსებს, საჯარო ლექციებს და ა.შ. დეტალები იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/უწყვეტი-განათლება/
- სტუდენტთა ინტერესებისა და უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სერვისები – უნივერსიტეტში შექმნილია სტუდენტური ომბუდსმენის ოფისი. ომბუდსმენი ზედამხედველობს სტუდენტთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, განიხილავს საჩივრებს ისეთი ქმედების თაობაზე, რომლებიც არღვევს მათს უფლებებს. სტუდენტის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის, შეზღუდვის, ფაქტებთან დაკავშირებით წარმოქმნილ კონფლიქტურ ურთიერთობებში მხარეებს შორის ასრულებს მედიატორის (შუამავლის) ფუნქციას და ხელს უწყობს ეფექტიან კომუნიკაციას; სტუდენტური ომბუდსმენის ოფისი არის კონფიდენციალური, მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და არაფორმალური სტუდენტური რესურსი, სერვისი და ავსებს ფორმალურ პროცესებს. ეწევა საინფორმაციო და საგანმანთლებლო საქმიანობას (ტრენინგები, პრეზენტაციები, დისკუსიები, კონსულტაციები და ა.შ.). დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://eeu.edu.ge/portfolio/studenturi-ombudsmeni/
- ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე მიმართული სერვისები – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტებისთვის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული ან გაცვლით პროგრამაში მონაწილე, მობილობით/შიდა მობილობით გადმოსული, აკადემიური ჩამორჩენილობის ან განსაკუთრებული აკადემიური მიღწევების მქონე სტუდენტებისთვის უნივერსიტეტი შეიმუშავეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმას.
- COVID 19 პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე მიმართული სერვისები – EEU–ში დისტანციური სწავლება ხორციელდება Microsoft Teams-ის გაძლიერებული პლატფორმისა და განახლებული სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული პლატფორმის (EEU-EL) გამოყენებით. უნივერსიტეტი Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორია, ფლობს Microsoft Global Training და Microsoft Gold Partner სტატუსებს და დისტანციური სწავლების პროგრამას Office 365 A1 ლიცენზირების ფარგლებში ახორციელებს. უნივერსიტეტში შექმნილია ელექტრონული სწავლების განვითარებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფი, რომელიც დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სტუდენტებისა და პერსონალისთვის შეიმუშავებს შესაბამის ინსტრუქციებს (სახელმძღვანელოები, ვიდეო-გზამკვლევები), ატარებს ტრენინგებს და კონსულტაციებს, ზრუნავს ელექტრონული სწავლების რესურსების დანერგვა/გაუმჯობესებაზე და ელექტრონული სწავლების მხარდამჭერი სერვისების განვითარებაზე.
- ,,სილქნეთის’’ კორპორატიული ქსელი – კორპორატიული მობილური ნომრების უფასოდ გაცემა, სპეციალური საშეღავათო პირობები და მომსახურების ლოკალურად გაწევა სილქნეთის ოფისში მისვლის გარეშე