კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 18-დან 30 წლამდე. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ POLUS Essay Competition 2020 თემატურად მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობებს, ისტორიასა და ლიტერატურას, განსაკუთრებით მივესალმებით აღნიშნული დარგებით დაინტერესებულ ახალგაზრდა მკვლევართა მონაწილეობას.
საკონკურსო კომისია ესეებს მიიღებს შემდეგ თემებზე:
- პოლონეთის III რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში: მიზნები, მიღწევები და გამოწვევები;
- პოლონეთის II რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში 1918-1921 წლებში;
- პოლონური ლიტერატურის როლი პოლონური ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საქმეში 1795-1831 წლებში (შესაძლებელია რომელიმე კონკრეტული მწერლის შემოქმედების მაგალითის ანალიზი);
- პოლონურ-ბოლშევიკური ომი 1919-1920: პოლონეთის სამხედრო გამარჯვების სტრატეგიული მნიშვნელობა ევროპისათვის.
ესე უნდა შედგებოდეს მინიმუმ 2000 სიტყვისგან და არ უნდა აღემატებოდეს 2500 სიმბოლოს.
ნაშრომების მიღება წარმოებს მიმდინარე წლის 7 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: foreignpolicycouncil@aol.com
გთხოვთ, შეტყობინების სათაურში მიუთითოთ POLUS Essay Competition 2020.
საკონკურსო კომისია გამოავლენს 3 გამარჯვებულს:
- I ადგილი: 1000 ლარი
- II ადგილი: 500 ლარი
- III ადგილი: 300 ლარი
კონკურსის ტექნიკური მოთხოვნები: ფორმატი: Microsoft Word
შრიფტი: Sylfaen
ზომა: 12
დაშორება: 1,5
თავფურცელში სათაურის შრიფტი: Sylfaen
თავფურცელში სათაურის ზომა: 16
თავფურცელში აუცილებლად მიუთითეთ თქვენი ოფიციალური სახელი და გვარი
ნაშრომს თან დაურთეთ CV და პირადობის მოწმობის ელექტრონული ასლი
*POLUS Essay Competition 2020-ში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს არც საგარეო პოლიტიკის საბჭოს, არც საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს და არც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ხედვებს.