ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის USAID Economic Security Program (DAI) მხარდაჭერითა „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის“ – ICDC მიერ ხორციელდება პროექტი „სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშემწყობა სტუდენტებისთვის“.
პროექტის მიზანს წარმოადგენს ბიზნეს კომპანიების კვალიფიციური ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა, ახალგაზრდების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და დამსაქმებლებს შორის საქმიანი ურთიერთობების (ქსელის) ჩამოყალიბება
პროექტის ფარგლებში შეირჩევა 100 სტუდენტი, რომელიც სტაჟირებას გაივლის 3 თვის განმავლობაში, სტაჟირების ანაზღუარება მოიცავს 430 ლარს თვეში (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის ჩათვლით).
სტაჟიორების ანაზღაურების თანადაფინანსება:
- 300 ლარი თვეში (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის ჩათვლით) გამოიყოფა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის USAID Economic Security Program(DAI) ფინანსური მხარდაჭერით თითოეული სტაჟიორისთვის, რაც ნიშნავს 1 სტაჟიორის 3 თვიანი სტაჟირების პერიოდის გავლის განმავლობაში 900 ლარით დაფინანსებას.
- 130 ლარი თვეში (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის ჩათვლით), რომლიც დაფინანსდება სტაჟიორების მიმღები კომპანიებისგან, რაც ნიშნავს 1 სტაჟიორის – 3 თვიანი სტაჟირების პერიოდის გავლის განმავლობაში 390 ლარით თანადაფინანსებას.
სტაჟირების გავლის მსურველებმა აუცილებელია, ეწვიონ ბმულს www.icdc.ge და გაიარონ რეგისტრაცია ველში ’’რეგისტრაცია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის’’.