ბაჩანა ჯიშკარიანი (ასოცირებული პროფესორი)
სამართლის დოქტორი;
მიმართულება: სისხლის სამართალი;
ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
ბაჩანა ჯიშკარიანი არის ,,ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის’’ ხელმძღვანელი. იგი არის მიუნხენის უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო სკოლის კურსდამთავრებული. ის წლების განმავლობაში ეწევა პედაგოგიურ და პროფესიულ საქმიანობას. სხვადასხვა დროს იყო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის, ფრიდრიხ ნაუმანის სახელობის ფონდისა და მაქს-პლანკის ინსტიტუტის სტიპენდიატი. მუშაობდა იურიდიულ ფირმაში ,,Becker Büttner Held München“ და ასევე, ხელმძღვანელობდა სასემინარო ჯგუფებს მიუნხენის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, დღემდე არის იურიდიული კომპანია ,,სამართლის სახლის” ექსპერტი.
ბაჩანა ჯიშკარიანი ეწევა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის 10-მდე სახელმძღვანელოს და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი სისხლის სამართლის მიმართულებით. არის საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების მონაწილე და მომხსენებელი. ასევე, სხავადასხვა სემინარების, კვლევითი პროექტების, გაცვლითი პროგრამების მონაწილე და კოორდინატორი.