გიზო ჭელიძე (ასოცირებული პროფესორი)
საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის დოქტორანტი;
მიმართულება: საერთაშორისო ურთიერთობები
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი
გიზო ჭელიძე არის საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციის და მიწის მართვის დეპარტამენტის უფროსი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური და პროფესიული მუშაობის გამოცდილება საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში. 2006 წლიდან უძღვება სალექციო კურსებს საერთაშორისო ურთიერთობების, ევროპათმცოდნეობის, საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და საჯარო მართვის მიმართულებებით. წარმოადგენდა საქართველოს მხარეს ევროკავშირთან ასოცირების პროცესში, იყო მთავარი მომლაპარაკებელი გარემოს დაცვის საკითხებზე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, ჩინეთთან და ჰონგკონგთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების პროცესში. ასევე, იყო ჩართული საქართველოსა და აშშ-ს მთავრობებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობის ორმხრივ ფორმატში, იყო კომისარი საქართველოდან შავი ზღვის კომისიაში. ამჟამად კოორდინაციას უწევს საერთაშორისო საფინანსო და დონორ ორგანიზაციებთან (მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და სხვა) საერთაშორისო პროექტების მომზადებასა და განხორციელებას.
გიზო ჭელიძე არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო მინისტერიალის, კონფერენციისა და ვორკშოპის მონაწილე და მომხსენებელი.