ლევან მახაშვილი (ასოცირებული პროფესორი)
ევროპისმცოდნეობის დოქტორი;
მიმართულება: საერთაშორისო ურთიერთობები;
პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში
ლევან მახაშვილი არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრი და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. ის წლებია ეწევა პედაგოგიურ და პროფესიულ საქმიანობას. სხვადასხვა წლებში იყო მრჩეველი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტში, ასევე, საქართველოს მთავარი პროკურატურის ანალიტიკურ სამსახურში.
ლევან მახაშვილი აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 15-მდე სამეცნიერო ნაშრომი. არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მომხსენებელი. მოპოვებული აქვს ევროკავშირის დელეგაციის სტიპენდია, 10-ზე მეტი გრანტი და ჯილდო, მათ შორის: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, დიდი ბრიტანეთის ჯონ სმიტის ფონდი, ევროკავშირი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მაასტრიხტის უნივერსიტეტი, ვენის დიპლომატიური აკადემია. მიღებული აქვს ჯილდო “ვერცხლის ფარი” ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.