ვარდო გვარჯალაძე (პროფესორი)
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
მიმართულება: ინგლისური ფილოლოგია;
ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი
ვარდო გვარჯალაძე არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. მას აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური და პროფესიული გამოცდილება, მათ შორის საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. არის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების მონაწილე დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. წლების განმავლობაში სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საერთაშორისო განათლების ამერიკულ საბჭოებში პროგრამა ,,ღია სამყაროს’’ ფარგლებში (აშშ, ჯექსონვილი, ფლორიდა, სენტ პოლი, მინესოტა, ატლანტა, ჯორჯია, სან-ფრანცისკო).
ვარდო გვარჯალაძე აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. აქვს მიღებული მონაწილეობა არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენცია/სემინარში და სხვადასხვა პროფესიული განვითარების ღონისძიებაში. არის 15-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების გრანტის მფლობელი პროექტისთვის: „Bullyfree Classrooms”, ამავე დროს, არის ტრენერი სამოქალაქო განათლებაში.