ნინო დამენია (ასოცირებული პროფესორი)
ბიზნესის მართვის დოქტორი;
მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება;
ნინო დამენიას აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური და პროფესიული გამოცდილება. არის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული, რეფერირებადი და რეცენზირებადი ჟურნალების: „გლობალიზაცია და ბიზნესი“ და „აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიების“ საგამომცემლო-სარედაქციო კოლეგიის წევრი. არის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანის მოადგილე.
ნინო დამენია არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო სიმპოზიუმის, კონფერენციის მონაწილე/მომხსენებელი და სამეცნიერო ნაშრომების ავტორია.