სერგო დურგლიშვილი (ასისტენტ-პროფესორი)
მიმართულება: განათლება
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტი
სერგო დურგლიშვილი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი; სსიპ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტი, და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის მათემატიკის ექსპერტი. ასევე, ააიპ კოალიცია განათლება ყველასათვის – საქართველოს (EFA – GEORGIA) კონსულტანტ – მასწავლებელი.
სერგო დურგლიშვილს აქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება როგორც მასწავლებლის ისე, ხელმძღვანელის პოზიციაზე. თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე მუშაობდა მათემატიკის მასწავლებლად საჯარო სკოლებში. აღსანიშნავია, რომ ხელმძღვანელობდა რაზმაძის სახელობის თბილისის საავტორო სკოლას (ყოფილი მე-7 გიმნაზია, ამჟამად N63 საჯარო სკოლა), N155 საჯარო და N150 საჯარო სკოლებს.
სერგო დურგლიშვილი მრავალი წელია აქტიურად ეწევა საკონსულტაციო და ტრენერის საქმიანობას. არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ-კონსულტანტი; კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის CTC ტრენერი; საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) ტრენერი; გარდა ამისა, გასულ წლებში იყო ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA – Georgia) „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, ლიდერობის აკადემია 2“ -ის და USAID Chemoniks International Inc „დაწყებითი განათლების პროექტი“-ის (G-PriED) ტრენერი.