UNDP და გაერთიანებული სამეფოს ფონდი მდგრადი მშვიდობისთვის (COBERM-ის დამატებითი ფინანსური მექანიზმი) აცხადებს საგრანტო განაცხადების კონკურსს ინოვაციურ საპროექტო იდეებზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მათ შორის რეგისტრირებული ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ფონდებისა და აკადემიური დაწესებულებებისთვის.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივა COBERM-ი ადრეული რეაგირების მექანიზმია, რომელიც კონფლიქტებით დაზარალებულ თემებს შორის ნდობის აღდგენას ემსახურება. COBERM-ი მხარს უჭერს სწრაფად განხორციელებად და კონკრეტულ სამოქალაქო ინიციატივებს, რომელთაც წვლილი შეაქვთ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში. COBERM-ის მიზანია კონფლიქტით დაზარალებულ თემების შორის ნდობის აღდგენის შესაძლებლობებისა და მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშემწყობი გარემოს შექმნა.