აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სადოქტორო კვლევების განვითარების ცენტრის კვლევითი პროექტი ’’რასიზმი და ეთნიკური წარმომავლობა ფართო ევროპაში და მისი გავლენა ბრიტანეთის საბჭოზე’’ ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებული 2020 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.
პროექტის მიზანია ფართო ევროპის (WE-Wider Europe) რეგიონის 15 ქვეყანაში (ბოსნია და ჰერცოგოვინა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, საქართველო, ისრაელი, თურქეთი, უკრაინა, ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, კოსოვო, რუსეთი, სერბეთი, და უზბეკეთი) რასიზმისა და ეთნიკური წარმომავლობის შესახებ არსებული ცნებების კვლევა და ანალიზი, ბრიტანეთის საბჭოს ფართო ევროპაში მიმდინარე პროცესებზე მომუშავე პერსონალის საქმიანობის ხელშეწყობა, როგორც პასუხი ახლად შემუშავებული გლობალური ანტი-რასისტული ვალდებულებისა, რომელიც ორგანიზაციის კორპორატიულ მიზანს წარმოადგენს და ანგარიშვალდებულია დიდი ბრიტანეთის წინაშე.
ფართო ევროპის შესახებ
ფართო ევროპა 15 ქვეყნისგან შემდგარი მრავალფეროვანი, სამეწარმეო სულისკვეთების მქონე დინამიური და მუდმივად ცვალებადი რეგიონია, რომელიც გლობალური ცოდნის მეშვეობით ავლენს რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებს და ახორციელებს ეფექტიან და მდგრად ცვლილებებს.
პროექტის ხელმძღვანელია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, სადოქტორო კვლევების განვითარების ცენტრის დირექტორი პოლ გიბსი.
პროექტის განხორციელების ვადები:
პროექტის თანახმად კვლევის განხორციელების პერიოდი 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მარტის თვემდეა განსაზღვრული.