2021 წლის 9-10 დეკემბერს, ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ-კონფერენცია „კოლონიური და პოსტკოლონიური მემკვიდრეობა: წარსული, აწმყო და მომავალი“.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა შემდეგი მოხსენებები:
- თამარ ჩოკორაია, კავკასიის უნივერსიტეტი – ანტიდასავლური ნარატივის ფორმირების პროცესი საბჭოთა პერიოდის ლიტერატურასა და პრესაში;
- ირაკლი ჩხაიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ეროვნული პოპულიზმი და დასავლეთი თანამედროვე საქართველოში;
- ანა ხვედელიანი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგანმანათლებლო კონცეფცია;
- ოთარ ნიკოლეიშვილი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 1990-1992 წლების ამერიკული პრესა ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ მიმდინარე კონფლიქტის შესახებ (ომის პერიოდში „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიათა მიხედვით);
- ვლადიმერ ლიპარტელიანი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი/დარემის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) – Soft Power Strategies of Russia and the West and their application in Georgia;
- რაჟდენ ჩიხორია, იან კოხანოვსკის სახ. უნივერსიტეტი (პოლონეთი) – პოსტკოლონიური საქართველოს პოლიტიკური ტრანსფორმაცია ნეოპატრიმონიალიზმის თეორიის ჭრილში;
- ლალი ზაქარაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი – დისიდენტური ფილოსოფია საქართველოში;
- ნინო ჩიქოვანი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – დრო, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ, იმ ღამეს დაიწყო;
- სტეფან კედრონი, ვროცლავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (პოლონეთი) – Post-Soviet traces and emotions in Poland after 1989: selected exemples;
- თამარ კოპლატაძე, ქუინ მერის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) – პოსტკოლონიური ტენდენციები პოსტსაბჭოთა ლიტერატურაში;
- გიორგი თავაძე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი – Творчество Мераба Мамардашвили в контексте постколониальных исследовании.
2022 წელს კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები სამეცნიერო კრებულის სახით გამოიცემა. ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ორგანიზებით ანალოგიური კონფერენციის ჩატარება მომდევნო წელსაც იგეგმება.